თეგებით ძიება

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის 9 ნოემბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ამ დღეს როგორც არასდროს, ისე გიმართლებთ აზარტულ თამაშებში. ფულს ყურადღება მიაქციეთ, თორემ შეიძლება დაკარგოთ. დღის მეორე ნახევარში უმიზეზო სევდა დაგეუფლებათ, ამიტომ გირჩევთ დასაძინებლად ადრე დაწვეთ.

კურო
შესაძლოა, ამ დღეს სრულიად შემთხვევით გაიგოთ ინფორმაცია, რომელიც გაიძულებთ თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობაზე დაფიქრებას და პოზიტიური ცვლილებებისკენ გიბიძგებთ. ეს დღე ბავშვებთან ურთიერთობისკენ განგაწყობთ. ამ დღეს ვიღაც თავისი ამბის მოყოლით სულით ხორცამდე შეგძრავთ, მაგრამ ეცადეთ ყველაფერი გულთან არ მიიტანოთ.

ტყუპები
ტყუპებო, ამ დღეს ნებისმიერ ახალ საქმეს წარმატებით გაუმკლავდებით. ერიდეთ გარშემო მყოფი ადამიანების განსჯას, თუნდაც ამის დიდი სურვილი გქონდეთ. არახელსაყრელი დღეა ქორწინებისა და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. გირჩევთ საღამო ოჯახის წევრებთან ერთად, სასიამოვნოდ გაატაროთ.

კირჩხიბი
შესაძლოა, დიდი ხანია ვიღაცასთან დარეკვას აპირებთ, მაგრამ ვერ ბედავთ, სიმამაცე მოიკრიბეთ, დღეს ამისთვის ხელსაყრელი დღეა. თქვენი ორიგინალური იდეები შესაძლებელია განხორციელდეს თუ ცოტა უფორ სერიოზულად მიუდგებით. ნუ ენდობით გარეგნობას და პირველ შთაბეჭდილებას, ის დღეს ისე მატყუარაა, როგორც არასდროს.

ლომი
თქვენი დღევანდელი მიზანსწრაფულობა და მონდომება უახლოეს ხანებში ნაყოფს გამოიღებს. დარწმუნებული ხართ, რომ ვიღაც ადვილად გააცურეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. გრძნობთ, რომ საყვარელი ადამიანის გარეშე მარტოსული ხართ, მაგრამ სიამაყე უფლებას არ გაძლევთ, რომ დაბრუნება სთხოვოთ.

ქალწული
შეთავაზებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, აუცილებლად უნდა დათანხმდეთ. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. გირჩევთ ამ დღეს არავის არაფერს დაპირდეთ, რადგან სავარაუდოდ, პირობის შესრულება გაგიჭირდებათ.

სასწორი
შესანიშნავი დღეა ახლის შეცნობისთვის. სულ ერთია, ეს რა იქნება: გართობა, მოგზაურობა, დასვენება, ახალი ნაცნობების შეძენა თუ ცოდნის მიღება. დროა გაიხსენოთ, რომ ცხოვრება მხოლოდ მუშაობა არაა. მზად უყავით იმისთვის, რომ ვიღაც თქვენი ადგილის დაკავებას ცდილობს.

მორიელი
შესანიშნავი დღეა საჩუქრების შეძენისა და ახლობელი ადამიანების გაბედნიერებისთვის. თუ ამ დღეს ვიღაცამ დაუფიქრებელი სიტყვით გაწყენინათ, ეცადეთ იგივეთი არ უპასუხოთ. მალე გონს მოეგება და თავად მოგიბოდიშებთ. ასე, რომ ნუ აჩქარდებით.

მშვილდოსანი
მეგობრები დიდი ხანია არ გინახავთ, ამიტომ კარგი იქნება თუ დაურეკავთ და შეხვედრაზე შეუთანხმდებით. მხიარულება და დადებითი ემოციები ახლა ყველაზე მეტად გესაჭიროებათ. ნუ ეცდებით იმის დაბრუნებას, რაც აღარ გეკუთვნით. ძილის წინ კარგი იქნება თუ სუფთა ჰაერზე გაისეირნებთ.

თხის რქა
ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, რომელიც დიდხანს გაგრძელდება. თხის რქებო, დღემდე ვერ გააცნობიერეთ, რომ წლებია, ქარის წისქვილებს ებრძვით. ელექტრომოწყობილობებისგან თავი შორს დაიჭირეთ - ამ დღეს თქვენს ხელში ყველაფერი ტყდება და ფუჭდება.

მერწყული
კაფე თუ რესტორანი? ამ დღეს ნებისმიერი ადგილის მონახულების სურვილი გექნებათ, სადაც აქამდე არ ყოფილხართ. შესაძლოა, ცდუნებას აჰყვეთ და მეუღლეს უღალატოთ, მაგრამ ეს სიკეთეს არავის მოუტანს. განსაკუთრებით კი თავად დაზარალდებით.

თევზები
დიზაინის შეცვლისთვის ხელსაყრელი დღეა, ამიტომ გირჩევთ სახლის ინტერიერი შეცვალოთ ან სამუშაო სივრცე გააფორმოთ. თევზებო, გამუდმებით ფულზე ფიქრში შეიძლება ნამდვილი ბედნიერება ვერ შენიშნოთ. გირჩევთ ზედმეტი არ ილაპარაკოთ, განსაკუთრებით სხვა ადამიანებთან დაკავშირებით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა