თეგებით ძიება

ვამბობდი, რომ სჯობდა, 25-ში ჩატარებულიყო - რა არ დაუჯერეს მიხეილ ცაგარელს არჩევნებთან დაკავშირებით?!



\'\' არაერთხელ ვთქვი, რომ 31 ოქტომბერს არჩევნების დანიშვნა, ჩვენი მთავრობის მხრიდან ძალიან დიდი ასტროლოგიური შეცდომა იყო. ვამბობდი, რომ სჯობდა, 25-ში ჩატარებულიყო, რადგან, 2+5=7, 7-იანი კი, საკრალური რიცხვია, უფლის ძალაა. ასევე, არის დღე მშვიდი და სტაბილური. თუმცა, არ დამიჯერეს და დანიშნეს 31-ში. 3+1=4. 4 კი უმძიმესი რიცხვია, როცა დიდი სირთულის გადატანაა საჭირო. ადამიანმა რომ ელემენტარულს მიაღწიოს, დიდი ნებისყოფა და მოთმინება უნდა გამოავლინოს. 31 ოქტომბერს სავსემთვარეობაა, მზისა და მთვარის დაპირისპირება, კურო – მორიელის ღერძზე. სატანური, ძალიან მძიმე ენერგიების დღეა \'\', - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა გაზეთ \'\'თბილისელებთან\'\' ინტერვიუში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა