თეგებით ძიება

აქციის მონაწილეებმა ბათუმში მთავრობის სახლთან კარავი გაშალეს

ბათუმში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან კარავი გაშალეს. მათ თქმით, პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე გადადიან. ადგილზე ასევე მოტანილია კასრები და შეშა.

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ჯელალ ქიქავამ განაცხადა, რომ ოპოზიცია 20:00 საათიდან დაუმორჩილებლობას გამოაცხადებს.

გადავდივართ პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე, – ეს განცხადება ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, მირდატ ქამადაძემ გააკეთა. მისი თქმით, თბილისთან ერთად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პროტესტი გაგრძელდეს.

აჭარის მთავრობის შენობის შესასვლელთან აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს.

„ჩვენ გავშლით კარვებს, გადავდივართ 24-სათიან პროტესტზე, არ ვემორჩილებით კომენდანტის საათს. პროტესტი გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე“, – ამბობს მირდატ ქამადაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა