თეგებით ძიება

დღევანდელმა აქციამ დაადასტურა, რომ ქართველი ხალხი იწონებს არჩევნების შედეგებს - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აქციაზე შეკრებილი ხალხის რაოდენობით ცხადად გამოჩნდა, რომ ქართველი ხალხი არჩევნების შედეგებით კმაყოფილია.

"მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული ადამიანის მიმართ გამოვხატავთ პატივისცემას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა. თუმცა, როცა პოლიტიკური პარტიები აპროტესტებენ არჩევნების შედეგებს, იქ მნიშვნელოვანია ადამიანთა რაოდენობა, ვინც დგას აქციაზე და შესაბამისად, დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ ქართველი ხალხი არა მხოლოდ აღიარებს, არამედ იწონებს არჩევნების შეეგებს, ეს პარლამენტთან შეკრებილმა ხალხის რაოდენობამ დაადასტურა. ქართველ ხალხს უნდა ჯანსაღი ადამიანები პოლიტიკაში და არა ისეთი, როგორებიც გამოდიოდნენ დღეს ტრიბუნასთან, ქართველ ხალხს უნდა მშვიდობა, სტაბილურობა, წინსვლა და განვითარება, " - განაცხადა "ქართული ოცნების" აღასრულებემა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა