9-15 ნოემბრის ასტროპროგნოზი ტაროლოგისგან - რა გელოდებათ სიყვარულისა და ფინანსების კუთხით
ტარო – ძველეგვიპტელების გამოგონილი ბანქოა, რომელშიც ცოდნის და განათლების ღმერთის – ტოტის სიბრძნეა ჩადებული და მჭიდრო ბმაშია ასტროლოგიასთან.
ის, ვინც ყველაფერს ემოციურად, შეგრძნების დონეზე აღიქვამს – საკუთარ ქვეცნობიერს ააქტიურებს, რადგან როცა ცნობიერი ანუ ლოგიკა და კრიტიკული აზროვნება ითიშება, სწორედ ქვეცნობიერი ირთვება.
ასოციაციურად აღიქვამს ადამიანი ტაროს ბანქოსაც, რომელსაც ემოციებით შიფრავს, ყველა ნიუანსის მნიშვნელობის მცოდნე სპეციალისტი კი, მის შიშებს, კომპლექსებს განსაზღვრავს და ცდილობს პრობლემის აღმოფხვრას.
"ნევილის ტაროლოგია" ჩვენ მკითხველს 9-15 ნოემბრის კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს სთავაზობს, როგორც ზოგადი, ასევე, სასიყვარულო ურთიერთობების და ფინანსური კუთხით.
ვერძი
ეს კვირა თქვენთვის სასიხარულო სიახლების პერიოდი იქნება. ბედისწერისგან განსაზღვრული საჩუქრები გელით. გექნებათ ახალი გზების გახსნა და წარმატების მომტანი პერიოდი.
სიყვარულის კუთხით ცვლილებები გელით. აქამდე თუ რაიმე პრობლემური და მძიმე პერიოდი გქონდათ ნელ-ნელა გამოდიხართ ამ პერიოდიდან, ლაგდება სიტუაცია და ერკვევით ერთხელ და სამუდამოდ, რა, როგორ და რანაირად იქნება.
რაც შეხება ფინანსების კუთხეს, ამ მხრივაც კარგი პერიოდი გაქვთ. შეიძლება ითქვას კიდეც, რომ მოსავლის აღების პერიოდს გავს. დიდი ხანი რამეს რომ ელოდით, ზუსტად ამ კვირის განმავლობაში გექნებათ ეს ფინანსური ნამატი.
კურო
დადგა პერიოდი, როცა მოწოდების სიმაღლეზე ხართ. თქვენი საქმიანობა, რასაც მოღვაწეობთ, დაფასებული და შემჩნეული იქნება სხვების მხრიდან. წარმატების მომტანი იქნება ეს კვირა სამსახურეობრივი კუთხით.
სიყვარულის კუთხით, გექნებათ გამოწვევები, მოგიწევთ სირთულეების გადალახვა. ნუ მოიქცევით ისე, რომ უკან დასახევი გზა აღარ გქონდეთ. თქვენივე ენის გამო, შესაძლებელია უსიამოვნებები გქონდეთ...
რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ვინმესგან რაღაც დახმარებას ან უშუალოდ რაიმე ბიზნეს გეგმას შემოგთავაზებთ და სჯობია არ ენდოთ, ეს ყვლაფერი ილუზიას და მოტყუებას გავს.
ტყუპები
ამ კვირაში არჩევანის წინაშე დადგომა გიწევთ. გექნებათ რამდენიმე შემოთავაზება და უშუალოდ არჩევანის გაკეთების ვალდებულება. არ აქვს მნიშვნელობა რომელს არჩევთ, ორივე შემთხვევაში მოგებულის პოზიციაში აღმოჩნდებით. ესაა პერიოდი, როცა ყველაფერი შეგიძლიათ.
სიყვარულის მხრივ შესაძლებელია ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა. უშუალოდ, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, საჭიროა განცალკევდეთ და თქვენბთავს დაუსვათ კითხვები: რა გსურთ? რას ელით? და ეს ისაა რაც გინდათ? შემდეგ უკვე ისე მიღეთ გადაწყვეტილება.
ფინანსების კუთხით, ფინანსური ენერგია და ზოგადად სამყარო თქვენზე განაწყენებულია, არ ხართ მადლიერი იმის, რაც გაქვთ, მუდმივად უკმაყოფილებას გამოთქვავთ. გეყოთ ასეთ მდგომარეპბაში ყოფნა. დააფასეთ ის, რაც გაქვთ და მოგეცემათ უფრო მეტი.
კირჩხიბი
თქვენთვის ეს კვირა სულიერი ფასეულებების ძიების პერიოდი იქნება. ის,, რაც რეალურად გაკლიათ, ამის ძიებას დაიწყებთ, რაც შინაგანად სიცარიელეს ამოგივსებთ. გექნებათ განულების პროცესი, რაღაც საკითს წერტილს დაუსვავთ და თავიდან დაიწყებთ ცხოვრებას.
სიყვარულის კუთხით, ნუ იქნებით ამ კვირაში რადიკალური, ნუ ხართ პოზიციაზე - რადგან თქვენ ამბობთ მართალი ხართ და ასეც უნდა იყოს - მსგავსი მიდგომა. ეს ცუდად აისახება თქვენს სასიყვარულო ურთიერთობაზე, პრობლემებს შეგიქმნით ამ კუთხით და იმედგაცრუებული დარჩებით. ცოტა მიუშვით სადავეები...
ფინანსებს რაც შეეხება, გჭირდებათ შეაფასოთ საკუთარი პოტენციალი, რისი რესურსი და ძალა გაგაჩნიათ, შეწვდებით თუ არა იმას რასაც გეგმავთ? ეს პერიოდი არის ბედისწერისგან სწავლების პერიოდი. რაც არ უნდა მოხდეს, კარგიც თუ ცუდით, ჩათვალეთ გაკვეთილი იქნება. ეცადეთ არ მიხვიდეთ ისეთ მდგომარეობამდე, რომ სიტუაცია ფინანსების მხრივ ვეღარ აკონტროლოთ. ნუ გახდებით მენტალის მსხვერპლი...
ლომი
თქვენთვის ეს კვირა ფიქრის პერიოდია. გჭირდებათ სიწყნარე, მარტოობა, რომ მოაგვაროთ გარკვეული საქმეები. კარგი და ფინანსურად მომგებიანი პერიოდია ეს კვირა. კარგი სტაბილურობაა ფინანსების და ზრდა.
სიყვარულის მხარეს რაც შეეხება, შეინარჩუნეთ ბალანსირება. ძალიან გაწონასწორებული პიროვნება ხართ და თქვენი ეს დამოკიდებულება, რაცარუნდა მეორე მხრისგან შემოტევები და პროვოკაციები იყოს, ძალიან მშვიდად და ურეაქციოთ მიიღებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი ფინანსური ნამატი შემოდგით ამ კვირაში, მოსავლის აღების პერიოდს გავს. გვერდით დაგიდგებათ ძლიერი მამაკაცი (ქალი) ვინც ფინანსურ მხარეს და უზრუნველყოფას მოგიგვარებთ.
ქალწული
ძალიან საინტერესო და დატვირთლი კვირა გელით, ერთის მხრივ განვითარება და სასურველი სურვილის ახდენა გაქვთ ამ პერიოდში, რასაც დიდი ხანი ელოდით, ამასთანვე, ტრანსფორმაციის პერიოდი გაქვთ, ყველაფერი, რასაც წარსულიდან ათრევთ, ამ პერიოდში უკან უნდა მოიტოვოთ, შეცვალოთ არასწორი ხედვა ადამიანებზე და ზოგადად სამყაროს მიმართ. სრული ტრანსფორმაცია უნდ განიცადოთ ცხოვრების მხრივ, რომ კიდევ უფრო წარმატებული გახდეთ და ახალ საფეხურზე გადახვიდეთ.
სიყვარულის მხრივ, გექნებათ შეხვედრა თქვენს პარტნიორთან რომანტიულ გარემოში და მისი ახალი, კარგი კუთხით დანახვა, იმის რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით.
ფინანსებს რაც შეეხება, ბუტიაობის პერიოდი გაქვთ. გეზარებათ რამე აკეთოთ, რომ ფინანსური ზრდა განახორციელოთ. თქვენ თუ ასე მოდუნებულ სიტუაციაში იქნებით სამყაროსადმი განაწყენებული და გაბუტული, ფინანსების მხრივ არაფერი შეიცვლება. წამოდექით, გაატოკეთ ხელი და კარგი ფინანსების შემოსვლა გექნებათ...
სასწორი
თქვენთვის ეს კვირა კონფლიქტური სიტუაციების გაქტიურების პერიოდია. ეცადეთ სიფრთხილე გამოჩინოთ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას. ასევე, სიტყვიერი მკვეთრი გამოხატულებებისგან. შესაძლებელია გაიზარდოს ტრამვული შემთხვევები.
სიყვარულს რაც შეეხება, ამ მხრივ მძიმე პერიოდი და ზოგადად გაჩერებული სიტუაციაა, რაც იყო. ნელნელა უკეთესობისკენ დაიძვრება და შესაძლებელია ძველი ურთიერთობის აღდგენაც. უშუალოდ ამ კვირაში სიყვარულის პერიოდი მძაფრადაა გააქტიურებული.
ფინანსებს რაც შეეხება, მოგიწევთ არჩევანის გაკეთება და თქვენი გადაწყვეტილება განსაზღვრავს მიიღებთ ფინანსურ ზრდას თუ არა. მთავარია სწორად იაზროვნოთ, ჩართეთ ლოგიკა.
მორიელი
გამოფხიზლდით! გეყოთ! როდემდე უნდა იყოთ ასე მუდმივად სხვებზე გაბრაზებული და გაბუტული?! არ დაიღალეთ თქვენ წარუმატებლობას ყოველთვის გარშემო მყოფებზე რომ ასახავთ?! ეს პერიოდი უნდა გამოიყენოთ და ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოხვიდეთ. როცა აღარ იქნებით ასეთ სიტუაციაში, თვითგვემა აღარ გექნებათ, ზუსტად მაშინ გაგიღიმებთ ბედი.
სიყვარულის მხრივ რაც შემიძლია გირჩიოთ, ისაა, რომ თავი შეიკავეთ სწრაფი გადაწყვეტილებებისგან. ნუ მოიქცევით ისე, რომ უკან დასაბრუნებელი გზა ჩაკეტოთ, გამოიჩინეთ მოთმინება და იმოქმედეთ ცივი გონებით. კუს ნაბიჯებით, მაგრამ სასურველს აუცილებლად მიაღწევთ.
ფინანსების მხრივ საქმის არ გამოსვლა ან უშუალოდ დანაკარგიც შესაძლებელია, მაგრამ არ ინერვიულოთ, გამოჩნდება ადამიანი, ვინც დახმარების ხელს გამოგიწვდით, ფინანსურად დაგეხმარებათ და ფეხზე წამოგაყენებთ.
მშვილდოსანი
ეს კვირა თქვენთვის ახალი საწყისების პერიოდია, ბევრი ახალი შემოთავაზება და ახალი გზა გელით, უბრალოდ საჭიროა გარისკოთ და ნაბიჯი გადადგათ. თქვენ თუ არაფერს მოიმოქმედებთ და ისევ ისე დარჩებით, როგორც აქამდე, ეს დეპრესიულ მდგომარეობამდე მიგიყვანთ. არ იქნება ადვილი ახალი სიახლების მიღება, მაგრამ ეს უნდა გადალახოთ.
სიყვარულის მხრივ სიტუაციას რაც შეეხება, მოგიწევთ ბრძოლა და თქვენი პოზიცის და ურთიერთობის დაცვა. შეიძლება გაანაწყენოთ თქვენი პარტნიორი, მაგრამ დროა გაერკვეთ ერთხელ და სამუდამოდ ურთიერთობაში.
ფინანსებს რაც შეეხება, გამოიღვიძეთ, რამე გაკეტეთ იმისთვის, რომ ფინანსური მატება გქონდეთ. თუ საჭიროა განმარტოვდით კიდეც გარშემო მყოფებისგან. დაფიქრდით, დარჩით საკუთარ თავთან რა როგორ უნდა გაკეთოთ რომ გაიუმჯობესოთ ფინანსების მხარე!?
თხის რქა
ეს კვირა თქვენთის შედარებით მძიმე იქნება. შესაძლებეელია ჩაფიქრებული გეგმები ჩაგეშალოთ და არ გამოვიდეს, მაგრამ არ უნდა დაეცეთ, სულიერად უნდა შეძლოთ ფეხზე მყარად დადგომა და იმაზე კარგი და პერსპექტიული გეგმების რეალიზაცია მოახდინოთ, ვიდრე აქამდე გქონდათ.
სიყვარულს რაც შეეხება, თავი შეიკავეთ მყისიერი ქმედებებისგან. კონტროლი გაუწიეთ რას ამბობთ, რომ თქვენმა სიტყვებმა და ენამ არ მიგიყვანოთ იმედგაცრუებამდე და გულის ტკენამდ. კონტროლს თუ არ გაუწევთ ამ ყველაფერს, შესაძლებელია უსიამოვნება პარტნიორთან და დეპრესიულ მდგომარეობამდე მიყვანაც კი...
ფინანსებს რაც შეეხება, უსმინეთ საკუთარ ინტუიციას, ის ძალიან ძლიერი გაქვთ. ნუ ხართ მოწყენულ მდგომარეობაში, თქვენი ფინანსური მდგომარეობა ძალიან მალე გაუმჯობესდება!
მერწყული
ეს კვირა სტაბილური იქნება თქვენთვის. შესაძლებელია მატერიალური დახმარების მიღებაც. მთლიანობაში, უზრუნველი პერიოდი გაქვთ.
სიყვარულის მხარეს რაც შეხება, თუ აქამდე მარტო იყავით და არ გყავდათ პარტნიორი, ეს პერიოდი გამოღვიძების პერიოდია. გამოჩნდება ადამიანი, ვინც თქვენ თავს უფრო მეტად სასურველს გაგიხდით და მისი მიდგომა თქვენთან მიმართებაში მეტ თვითრწმენას შეგძენთ.
ფინანსებს რაც შეეხება, თავი შეიკავეთ ნებისმიერი ფინანსური გეგმის განხორციელებისგან, რადგან ეს არაა ის პერიოდი, როცა რაიმე ფინანსური ქმედება უნდა განახორციელოთ, რაც წარმატებით დასრულდება. ახლა არასახარბიელო პერიოდია...
თევზები
თქვენთვის ეს კვირა მხიარულობის მომტანი და ჰარმონიული სიტუაცის ქონის პერიოდია. შესაძლებელია გზაზე წასვლაც და საყვარელ ადმაიანებთან დრის გატარებაც.
სიყვარულს რაც შეხება, გექნებათ სასურველი პარტნიორისგან ყურადღება, გვერდში დგომა, მისგან მზრუნველობის და სიყვარულის გამოვლინება.
ფინანსები ამ კვირაში იდეალურადაა. ხართ მოწოდების სიმაღლეზე. ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ, ამ კვირაში ასრულებადია და წარმატებით დაგვირგვინების ალბათობა ძალიან დიდია. უბრალოდ იმოქმედეთ, არ თქვათ რომ ყველაფერი გამოვიდა და არაფრის გაკეთება აღაარაა საჭირო. თქვენ ხართ იმ ადამიანების კატეგორიაში, რომელსაც ყურადღება და მუდმივად მუშაობა სჭირდება ნებისმიერი საქმის მიმართ.
პროგნოზის ავტორი: ნევილის ტაროლოგია
https://www.facebook.com/NevilisTarologia/