10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის 10 ნოემბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
გირჩევთ ამ დღეს სახლის დასუფთავებით და მოწესრიგებით დაკავდეთ. დიდი ხნის ნანატრი ცვლილებები გელით და ეცადეთ არ დააფრთხოთ. თავი შეიკავეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობისგან, რომლებსაც არ ენდობით.
კურო
მოახლოვებული დღესასწაულის განწყობა მთელი დღე თან გდევთ. როგორც არ უნდა ეცადოთ, კარი, რომელზეც ჯიუტად აკაკუნებთ, თქვენთვის ყრუდ დაკეტილი დარჩება. ვერძებო, ამ დღეს ვინმეს დახმარების იმედი არ უნდა გქონდეთ. ეცადეთ ყველა პრობლემას დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ.
ტყუპები
ამ დღეს შეგიძლიათ ახლობელ ადამიანებს ნებისმიერ თემაზე დაელაპარაკოთ, რადგან სრული გაგება და მხარდაჭერა გექნებათ. ერთად უამრავ საკითხზე შეთანხმებას შეძლებთ. გირჩევთ, რომ მომავლის პროექტები დაგეგმოთ, რადგან მალე მათი განხორციელების დრო დადგება.
კირჩხიბი
ახალი, ხანმოკლე ურთიერთობა გელით, რომელიც უამრავ სასიამოვნო მოგონებას დაგიტოვებთ. ახალმა მეგობრებმა კი შეიძლება ახალი პრობლემები გაჩუქონ. დღის მეორე ნახევარში თავს ძალიან მარტოსულად იგრძნობთ.
ლომი
თავს თითქოს ვარდისფერ ბურუსში გრძნობთ და რომანტიკულ განწყობაზე ხართ. ამ დღეს ჯობია მოლოდინის პოზიცია დაიკავოთ და საკუთარი ქცევა აკონტროლოთ, რომ მოგვიანებით საქმე სანანებლად არ გაგიხდეთ.
ქალწული
ადამიანი, რომელიც თქვენს გვერდითაა, ძალიან რთული ბუნებისაა, მაგრამ სწორედ ის გაგრძნობინებთ თავს საყვარელ ადამიანად. ნუ შეშინდებით და აჩუქეთ მას თქვენი გულის გასაღები. კარგი იქნება თუ დღის მეორე ნახევარში პატარა ოჯახურ ვეულებას მოაწყობთ და საყვარელ ადამიანებს გემრიელი კერძებით გაუმასპინძლდებით.
სასწორი
შესაძლოა, წინასწარმეტყველური სიზმარი ნახოთ და ეცადეთ დაიმახსოვროთ. გამორიცხული არაა, რომ მეორე ნახევარმა თქვენი მცდელობა სათანადოდ არ დააფასოს და იმედგაცრუებული დარჩეთ. უარი თქვით ავტომობილით მგზავრობაზე, რადგან მოსალოდნელია ავტოსაგზაო შემთხვევა.
მორიელი
იქნებ ლატარიის ბილეთი გეყიდათ? მოულოდნელი მოგება გელით. ამ დღეს ვიღაცის უტაქტო საქციელი გულს გატკენთ. თქვენი სიკეთე შეიძლება ვიღაცამ ფარისევლობად მიიღოს.
მშვილდოსანი
ამ დღეს შეგიძლიათ ახლობელი ადამიანის იმედი გქონდეთ, რომელიც არ გიღალატებთ და იმედს არ გაგიცრუებთ. შეიძლება რაღაც ისეთი მოისმინოთ, რაც ახალ კომპლექსს გაგიჩენთ და თავდაჯერებას დაგიკარგავთ. ჯიუტად ცდილობთ წარსულში დაბრუნებას და თქვენს ამჟამინდელ ბედნიერებას ვერ ამჩნევთ.
თხის რქა
თხის რქებო, სცადეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებით ასაკოვან ადამიანს მიმართოთ. შესაძლოა, სწორედ მაინც იცოდეს ყველა კითხვის პასუხი. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ და გარშემო მყოფებს არ დაანახოთ. ამ დღეს შეიძლება ვიღაცის ოცნება დაასამაროთ.
მერწყული
უმიზეზო სიცილი სისულელის მანიშნებელია, თუმცა თქვენ ზუსტად იცით, რომ საქმე სამხიარულოდ გაქვთ. გაითვალისწინეთ, რომ კვალიფიკაციას ვერასოდეს აიმაღლებთ თუ საგნების სხვადასხვა რაკურსიდან დანახვა არ ისწავლეთ. დიდი ხანია ფიქრობთ, რომ ფარ-ხმალი დაყაროთ, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება.
თევზები
თუ დიდი ხანია რაღაც ექსკლუზიურს ეძებთ, დღეს აუცილებლად იპოვით. შესაძლოა, მთელი დღე რაღაც ამბის ან მოვლენის მოლოდინში გაატაროთ. ამ დღეს საკუთარი თავის გარდა, ვერავის ხედავთ.