თეგებით ძიება

მერწყულების ფსიქოლოგია - ცოტა რამ თავისუფლებისმოყვარე ზოდიაქოს ნიშნის შესახებ

ადამიანები, რომლებიც მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით ევლინებიან ქვეყანას, ხასიათის მრავალმხრივობით გამოირჩევიან. მერწყულს ერთბაშად ორი პლანეტა მართავს, ბისექსუალური ენერგეტიკით დამუხტული ურანი და გამოკვეთილი მამაკაცური თვისებების მქონე სატურნი. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები ერთი მხრივ ნოვატორები, რეფორმატორები და დრომოჭმული ტრადიციების წინააღმდეგ მებრძოლები არიან, მეორე მხრივ კი, სატურნის გავლენით, მათში პერიოდულად დეპრესიული განწყობა ჭარბობს, რაც მერწყულებს ხშირად განმარტოებისა და იზოლაციისკენ უბიძგებს, რის გამოც გარშემომყოფთა შორის ამოუცნობ, მარტოსულ და ძნელად გასაგებ ადამიანებად ითვლებიან.

ორივე სქესის მერწყულები სიახლეების დაუცხრომელი წყურვილით და ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან. ამ ადამიანებს ძალიან უყვართ და ეხერხებათ ახალ-ახალი ნაცნობობის გაბმა და აბსოლუტურად განსხვავებული სტილის ადამიანებთან ურთიერთობა. მერწყული ჰუმანურობით გამორჩეული ნიშანია. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს სხვებისგან განსაკუთრებული კაცთმოყვარეობა და ლოიალურობა გამოარჩევს გარშემომყოფთა მიმართ. მერწყულის ბუნებისთვის უცხო არ არის, დახმარების ხელი გაუწოდოს მისთვის სრულიად უცნობ ადამიანს, თუკი ეს უკანასკნელი მისგან შველას ითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ მერწყულს ყოველთვის უამრავი ნაცნობი ახვევია გარს, ნამდვილი მეგობარი მათ უმრავლესობას ძალიან ცოტა თუ გააჩნია. ეს, ალბათ, ზოგადად, მერწყულების სიახლეებისადმი გადამეტებული სიყვარულით აიხსნება.

ნამდვილი მეგობრობა, მოგეხსენებათ, წლობით უნდა გამყარდეს და გამოიცადოს. მერწყულს კი ხანგრძლივად რაიმე საკითხზე დროის ხარჯვა, ხშირ შემთხვევაში, არ ეხერხება. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მერწყული ზოდიაქოს მეთერთმეტე სახლს განაგებს, რომელიც თავის მხრივ, მეგობრულ ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი, ამ ადამიანების კომუნიკაბელურობა ხშირად ხანმოკლე კავშირებს არ სცილდება. ხასიათის ისეთი თვისებების გამო, როგორიცაა კრეატიულობა, უშუალობა, გულწრფელობა და კომუნიკაბელურობა, არც ერთი სქესის მერწყულები არ განიცდიან ადამიანებთან ურთიერთობის დეფიციტს. როგორც წესი, ისინი ძალიან ადვილად შედიან კონტაქტში, თუმცა ნებისმიერთან ურთიერთობაში ახერხებენ, შეინარჩუნონ გარკვეული დისტანცია. თუ მაინც გინდათ, ამ ადამიანთან ხანგრძლივი ურთიერთობა შეძლოთ, თქვენი კავშირი აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივი დამოუკიდებლობის პრინციპს. ეს იმიტომ, რომ თანდაყოლილი სამართლიანობის გრძნობა მერწყულებს აიძულებს, ნებისმიერი სახის შეზღუდვასა და იძულებით ქმედებას კატეგორიული ომი გამოუცხადონ. მერწყულის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ ეს უკანასკნელი არასოდეს აღიარებს ძალმომრეობის აუცილებლობას. ორივე სქესის მერწყულებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერ სიტუაციაშია შესაძლებელი, მშვიდობიანი დიალოგით, კონფლიქტისა და აგრესიის გარეშე მოხდეს კონსესუსის მიღწევა.

Marao.ge



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა