11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის 11 ნოემბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
საქმე, რომლის დაწყება დიდი ხანია გინდათ, მაგრამ ვერ ბედავთ, სწორედ დღეს და ახლა უნდა დაიწყოთ. გული სადღაც მიგიწევ და თქვენი შეჩერება არანაირ ძალას არ შეუძლია. თავდაუზოგავად მუშაობთ, რომ ყველა საქმეს გაუმკლავდეთ, მაგრამ დრო თქვენს წინააღმდეგ მუშაობს.
კურო
ამ დღეს ბევრი რამე ამინდზეა დამოკიდებული, რადგან სიურპრიზი, რომელსაც ბედი გიმზადებთ, ქუჩაში გელოდებათ. ყურადღება მიაქციეთ ადამიანს, რომელიც თქვენს გვერდით იმყოფება. ის თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი პერსონაა. ასმ დღეს იღბალს მხოლოდ თვალს გააყოლებთ, მაგრამ ვერ დაეწევით.
ტყუპები
ამ დღეს გეჩვენებათ, რომ სერიოზულ პრობლემას შეეჯახეთ, მაგრამ სხვა მხრიდან თუ შეხედავთ, მიხვდებით, რამდენად კომიკურია. გინდათ რაღაც ახალს გემო გაუგოთ, მაგრამ ვერ ბედავთ. ეცადეთ უფრო გაბედულად იმოქმედოთ. თავი შეიკავეთ მცენარეების დარგვის ან გადარგვისგან.
კირჩხიბი
ამ დღეს თქვენი დევიზია - მშვიდი დღე, მშვიდ გარემოში მშვიდი კირჩხიბებისთვის. ნაცნობობა, რომელსაც შეიძლება თავიდან არავითარი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ, ბედის ირონიით, თქვენი ცხოვრების სიყვარული აღმოჩნდება. ამ დღეს საქმეს ისე გულმოდგინედ აკეთებთ, რომ გარშემო მყოფებს, რომლებსაც გულმოდგინება და ნელა მუშაობა ერთმანეთში ერევათ, აღიზიანებთ.
ლომი
ეცადეთ ამ დღეს მსმენელის როლს დასჯერდეთ - ამით თანამოსაუბრესაც ასიამოვნებთ და თავადაც უამრავ საინტერესო ამბავს გაიგებთ. ნუ ეცდებით კოლეგებს საკუთარი უპირატესობა უმტკიცოთ, რადგან არავინ იცის, ხვალ სად აღმოჩნდებით. გეჩვენებათ, რომ მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგ გაერთიანდა.
ქალწული
შესანიშნავი დღეა მავნე ჩვევისგან გათავისუფლებისთვის. მთელი დღე სადღაც ჩქარობთ, მაგრამ საბოლოოდ, ყველა საქმის დროულად გაკეთებას მოასწრებთ. ამ დღეს ერთ საქმეზე ყურადღების გამახვილება გიჭირთ, რასაც უამრავი შეცდომა მოჰყვება.
სასწორი
ამ დღეს თქვენი ქარიზმით გარშემო მყოფებს გააოცებთ. გირჩევთ სამუშაო სივრცის მოწესრიგებაზე იზრუნოთ. ერიდეთ დაუფიქრებელ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დაწყებისთვის. განსაკუთრებით, თუ ჭკვიანი და საიმედოპარტნიორის მხარდაჭერა გაქვთ. თუ ხვდებით, რომ დაძაბულმა დღემ განწყობა გაგიფუჭათ, საყვარელი მუსიკა ჩართეთ. მორიელებო, ამ დღეს ნუ ეცდებით მასისგან გამოყოფას.
მშვილდოსანი
ეცადეთ ახალი უნარი აითვისოთ, ეს ძალიან ადვილად გამოგივათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამუშაოზე ან კომპიუტერთან დიდხანს არ გაჩერდეთ და დასაძინებლად ადრე დაწვეთ. სამწუხაროდ, დიდი იმედგაცრუება გელით.
თხის რქა
შესაძლოა, ამ დღეს რაღაც ისეთი თქვათ, რაც ვიღაცის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის, მაგრამ მოგვიანებით, ამისთვის მადლობას გეტყვიან. თუ ამ დღეს რაღაც ნივთის გაყიდვას გეგმავთ, ჯობს ეს საქმე სხვა დროისთვის გადაიტანოთ. ერიდეთ წვეულებებზე წასვლას. ახლა ყველაზე მეტად მარტოობა გჭირდებათ.
მერწყული
ეცადეთ კიდევ ერთხელ დააკაკუნოთ კიარზე, რომელსაც ადრე არ გიღებდნენ. გამორიცხული არაა, რომ ამჯერად, თქვენი ხმა შეისმინონ. თუ ხვდებით, რომ თქვენი იდეა სულელურია, ჯობს უარი თქვათ, რომ დაცინვის ობიექტი არ გახდეთ. ვინმეს მოტყუებას ნუ ეცდებით, თორემ შეიძლება გაბრიყვებული თავად დარჩეთ.
თევზები
თევზებო, თუნდაც ცოტა ხნით დაივიწყეთ საკუთარი ეჭვებისა და უნდობლობის შესახებ და ცხოვრება ისეთ სიურპრიზს გაგიმზადებთ, როგორზეც ვერც იოცნებებდით. სასურველია საღამო მშვიდ გარემოში გაატაროთ. მაგალითად, ტელევიზორს უყუროთ ან წიგნი წაიკითხოთ. ეცადეთ ისეთი არაფერი გააკეთოთ, რომ მოგვიანებით, სანანებლად გაგიხდეთ.