თეგებით ძიება

ცეცხლი და ყინული ანუ შეუთავსებლობა ზოდიაქოს წყვილებში

ასტროლოგების აზრით, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას გარკვეულწილად, ზოდიაქოს ნიშნების თავსებადობა განსაზღვრავს, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებიან. მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ ასტროლოგებმა გამოავლინეს ყველაზე დაპირისპირებული ნიშნები რომელთა ერთობლივი მომავალი არასასურველია.

არსებობს შეუთავსებელი სიმბოლოების ამოცნობის სამი ხერხი:

თუ ზოდიაქოს წრეს გადავხედავთ, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ შეუთავსებელია ნიშნები, რომელთა შორის ზოდიაქოს ორი ნიშანია. მაგალითად, ქალწული კატეგორიულად შეუფერებელია ტყუპებისთვის, ხოლო კურო შეუთავსებელია მერწყულთან.

მეორე მეთოდი თანავარსკვლავედებს ჯგუფებად ყოფს. ერთი მიწის და ჰაერის ელემენტების ნიშნებს მოიცავს და გონებას განასახიერებს. მეორე ჯგუფი ცეცხლისა და წყლის სტიქიას მოიცავს და ემოციებს განასახიერებს.

ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა ჯგუფიდან ერთმანეთთან შეუთავსებელია. მაგალითად, სასწორი მშვილდოსნის სრული ანტიპოდია, ხოლო თხის რქა კიბოს არ შეეფერება.

მესამე მეთოდი ამტკიცებს, რომ სრულიად განსხვავებული ნიშნები ერთმანეთის მეზობლად არიან განთავსებულნი. შესაბამისად, მორიელი მშვილდოსანს ვერ შეეგუება, ხოლო თევზები - მერწყულს.

ყველაზე საპირისპირო ნიშნები

არსებობს ექვსი ზოდიაქოს წყვილი, რომლებიც ასტროლოგების აზრით, გამორჩეულად შეუთავსებელია. ამ ნიშნებს შორის კავშირი შეუძლებელია სხვადასხვა ხასიათის, საერთო ინტერესების არარსებობისა და განსხვავებული შეხედულებების გამო. მამაკაცსა და ქალს შორის ურთიერთობის ფსიქოლოგია მეტწილად ადასტურებს ამ ფაქტს.

სასწორი და კირჩხიბი
მგრძნობიარე კირჩხიბის მშვიდი ცხოვრებისკენ სწრაფვა მიუღებელია კომუნიკაბელური და ხმაურიანი წვეულებების მოყვარული სასწორისთვის. ამასთან, სასწორის ქმედებები, რომლებიც ხშირად ყოველგვარ ზღვარს ცდება, მიუღებელია სტაბილურობისა და თანმიმდევრულობის მოყვარული კირჩხიბისთვის.
კირჩხიბი სასწორის მხრიდან ყურადღება და მზრუნველობა აკლია, მაგრამ ჰაერის სტიქიის დამორჩილებას ვერ ახერხებს. ჰაერისა და წყლის სტიქიები ვერანაირანაირად ვერ ახერხებენ ერთმანეთზე გავლენის მოხდენას, მაგრამ თუ გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ ცალ-ცალკე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ, თითოეულმა ნიშანმა დათმობა უნდა ისწავლოს.

მერწყული და თევზები
ისინი საერთო ენას ვერასოდეს იპოვიან. ეგოისტი თევზები თავდაჯერებული მერწყულისგან ყურადღების ნაკლებობას არ მოითმენენ და ვერ შეეგუებიან. ყველაფერთან ერთად, მხიარული, პოზიტიური, ცვალებადი და ზოგჯერ ქარაფშუტა მერწყულები ძალიან ეჭვიანებიც არიან, რაც სათუთ თევზებს განსაკუთრებით აღიზიანებს.

მშვილდოსანი და მორიელი
ეს ნიშნები ერთად ცხოვრებისათვის ძალიან განსხვავებულები არიან - ისინი ორ განსხვავებულ სამყაროს ეკუთვნიან, რომლებიც აბსოლუტურად შეუთავსებელია. მორიელმა ზუსტად იცის თავისი მიზნები და იცავს საკუთარ ინტერესს, მაგრამ უჭირს ქარაფშუტა მშვილდოსნის შეკავება, რომელიც ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობს. სწორედ ეს აღიზიანებს და აგრესიულს ხდის მორიელს, რადგან თავის მეორე ნახევარში ის საიმედოობასა და ნდობას ეძებს. მორიელი სიყვარულში ერთგულებას და ვნებას ეძებს, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე მშვილდოსანი ამისთვის მზად არაა.

ტყუპები და თხის რქა
ფრთხილი და წინდახედული თხის რქა ვერასოდეს გაუგებს ექსცენტრიულ ტყუპებს, რომლებიც გონების ნაცვლად, ემოციებით მოქმედებენ. კონსერვატორი და ქარაფშუტა ვერასოდეს შეთანხმდებიან.

ლომი და ქალწული
მბრძანებელი ლომი და გულგრილი ქალწული სრულიად საპირისპირო ნიშნებია. ლომი, რომელიც ვერ იტანს მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, ვერ შეეგუება ქალწულს, რომელსაც სხვისი შეცდომების ხაზგასმა და ჭკუის სწავლება უყვარს. ქალწულის თანმიმდევრულობა გაუგებარია ლომისთვის, რომელიც ყველაფრის ერთდროულად მიღებას ცდილობს. ანგარიშიანი ქალწული შოკირებულია ლომის გულუხვობით.

კურო და ვერძი
ჯიუტი ვერძი და სტაბილური კურო, რომელიც ცვლილებებს არ ეძებს. ემოციურ კუროს მშვიდი და უსაფრთხო ცხოვრება ჭირდება, ხოლო ვერძი მოვლენებით დატვირთული და მრავალმხრივი ცხოვრებისკენ ილტვის. მისთვის კუროსთან ყოფნა მოსაწყენია. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის ფსიქოლოგია გვაფრთხილებს, რომ ვერძი გასართობს ოჯახის გარეთ მონახავს.
ღირს თუ არა ასტროლოგებისთვის დაჯერება, ეს თითოწული ადამიანის გადასაწყვეტია. ალბათ ყველაზე სწორი იქნება თითოეული ადამიანის შინაგანი სამყაროს გათვალისწინება და გულისა და გონების მოსმენა. ასეთ შემთხვევაში, შეცდომა არ მოხდება და ასტრონომების პროგნოზები არ დაგვჭირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა