რისთვის უნდა იყვნენ მზად ზოდიაქოს ნიშნები და განსაკუთრებით მორიელი
3 ნოემბერი პლანეტა მერკური დირექტულ ფაზას უბრუნდება.
28 ოქტომბერს ვენერა გადავიდა სასწორის ზოდიაქოში და აქ დარჩება 21 ნოემბრამდე.
9 ნოემბერს ველოდებით ვენერასა და მარსის ოპოზიციას.
იუპიტერ-პლუტონის მესამე შეერთება.
14 ნოემბერს მარსი დირექტულ ფაზაში გადავა.
ახალმთვარეობა გვექნება 15 ნოემბერს, 9:07 საათზე მორიელის ოცდამეოთხე გრადუსში.
16-22 ნოემბერს უნდა გავიაროთ via combusta.
21 ნოემბერს პლანეტა ვენერა გადავა მორიელის ნიშანში და აქ დარჩება 15 დეკემბრამდე.
29 ნოემბრიდან ნეპტუნი დირექტულ ფაზას დაუბრუნდება.
30 ნოემბერს ველოდებით მთვარის დაბნელებას 13:29 საათზე ტყუპის 9 გრადუსში.
მზე ახლა მორიელის ნიშანშია (23 ოქტომბერი 22 ნოემბერი). მორიელი არის ზოდიაქის მერვე ნიშანი. ის არის მისტიციზმის, ტრანსფორმაციის, ევოლუციის, კრიზისის სიმბოლო. აგრეთვე განაგებს ბიზნეს და სასიყვარულო პარტნიორების ფულს. კრედიტებსა და საბანკო ანგარიშებს. მემკვიდრეობას, გადასახადებს. მორიელი არის ღრმა ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური. და რა თქმა უნდა, მორიელი ზოდიაქის ყველაზე სექსუალური ნიშანია.
ეს მოკლედ, ახლა კი ცოტა უფრო ვრცლად განვიხილოთ თითოეული მოვლენა. მაშ ასე, სულ ცოტაღა დარჩა და მერკური გაასწორებს თავის სვლას. მორიელში მერკური გვაძლებს საშუალებას ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, ჩვენს შინაგან სამყაროს. რათა კარგად დავინახოთ ჩვენი შეცდომები, რომ მერე გავაგრძელოთ სვლა სწორი მიმართულებით. თუ რამეს სწავლობთ (გასაკუთრებით ეზოტერიკას), ჩაუღრმავდით მას. გაერკვიეთ ფინანსებში, საბანკო სფეროში.
ვენერა 21 ნოემბრამდე სასწორის ნიშანში იქნება. ეს მისი საუკეთესო მდგომარეობაა და მიჩნეულია, რომ სწორედ ეს პერიოდია კარგი ქორწინებებისთვის, საქორწინო კონტრაქტის შესადგენად, თანაცხოვრების დასაწყებად. მაგრამ არის დღეები, რომლებშიც არ გირჩევთ ქორწინებასთან დაკავშირებული საქმეების წარმოებას. ესენია: 3, 7 და 14 ნოემბერი. აგრეთვე საფრთხილოა 9 ნოემბერი. ამ დღეს (მის გავლენას იგრძნობთ 6-13 ნოემბრის შუალედში) ორი გენდერული პლანეტა - მარსი და ვენერა ერთმანეთს უპირისპირდება. გაუფრთხილდით პარტნიორს, მასთან ურთიერთობას. ნუ დაადანაშაულებთ ყველაფერ ცუდში, იქნებ თქვენც მიგიძღვით ბრალი?.. ჯერ საკუთარ თავში გაერკვიეთ, იპოვეთ შინაგანი ჰარმონია და მერე დაელაპარაკეთ პარტნიორს, რათა კონსტრუქციულად მოაგვაროთ რთული საკითხები. მოერიდეთ იმპულსურობას, დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას (როგორც ზოგადად მარსს ახასიათებს ჯერ გადახტომა და მერე დაფიქრება). ეს ეხება სიყვარულსაც და ფულსაც.
Ambebi.ge