თეგებით ძიება

რატომ ერიდებიან 40-ე წლისთავის აღნიშვნას და როგორ მოვიქცეთ თუ იუბილეს აღნიშვნა გვინდა?

არსებობს ცრურწმენა, რომლის თანახმად ორმოცი წლის იუბილეს აღნიშვნა არ შეიძლება. რას უკავშირდება ცრურწმენა და ღირს თუ არა მისი დაჯერება?

ეზოთერიკოსებს მიაჩნიათ, რომ 40 წელი განსაკუთრებული ზღვარია, რომლის შემდეგ ადამიანის ენერგეტიკის შესუსტება იწყება. სწორედ ამ მიზეზით, ხალხს სწამდა, რომ 40 წლის იუბილეს აღნიშვნა სასურველი არაა. ფიქრობდნენ, რომ ადამიანის დასუსტებულ ენერგეტიკაზე ნეგატიურიგავლენის მოხდენა წვეულების ნებისმიერ სტუმარს შეეძლო, რომელსაც „ცუდი თვალი“ ჰქონდა.

საკითხს თუ უფრო ჩავუღრმავდებით, შესაძლოა, ცრურწმენა უკავშირდებოდეს იმას, რომ 40 ნომერი არახელსაყრელი რიცხვია.

რატომ არახელსაყრელი?

• გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში ადამიანის სული დედამიწაზეა. ეს პერიოდი განსაკუთრებით საშიშია გარდაცვლილის ახლობლებისთვის.
• ებრაელები უდაბნოში, აღთქმული მიწის ძებნაში 40 წლის განმავლობაში დადიოდნენ.
• მშობიარობიდან 40 დღის მანძილზე ქალი უნდა განიწმინდოს ეკლესიაში შესასვლელად.
• მსოფლიო წარღვნა ზუსტად 40 დღე გაგრძელდა.
• ნათლობის შემდეგ იესო 40 დღის განმავლობაში დადიოდა უდაბნოში და ებრძოდა ეშმაკის ცდუნებებს.
• ძველ ბერძნებში 40 წელი ითვლებოდა უკიდურეს დაღმასვლად, რადგან იმ დროის 50 წლამდე ძალიან ცოტა ადამიანი აღწევდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, 40 წლის ასაკიდან ადამიანის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ხოლო სიახლე ადამიანს როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო სიურპრიზებს პირდება.

თუ ხალხური ცრურწმენისაც გჯერად და 40 წლის აღნიშვნაც გინდათ, შეგიძლიათ, ცოტა იეშმაკოთ:

1. დაბადების დღეს მხოლოდ უახლოესი ადამიანები მოიწვიეთ, ვისი თვალიც ნამდვილად არ გეცემათ.

2. იზეიმეთ იუბილე ნამდვილი დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე ან გვიან, რომ მისტიკური თარიღი თავიდან აიცილოთ.

3. თქვენ შეგიძლიათ აღნიშნოთ არა 40 წლის მოსვლა, არამედ 39 წლის წასვლა. სტუმრებიც გაასფრთხილეთ, რომ 40 წლის შესრულება კი არა, 39 წლის გასტუმრება მოგილოცონ. ამ შემთხვევაში ყურადღება მისტიკური რიცხვისკენ არ იქნება მიმართული.

4. მოიფიქრეთ სტუმრების შეკრების რაიმე სხვა მიზეზი და ჩაატარეთ თემატური წვეულება. სტუმრებიც ბედნიერები იქნებიან და თქვენც მშვიდად იქნებით.
გწამდეთ მხოლოდ კარგი ნიშნების და ისინი ბედნიერებას მოგიტანენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა