რიცხვების მაგია - რას ნიშნავს თქვენი სახლის ნომერი?
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ნუმეროლოგია არის ადამიანის ბედზე რიცხვების გავლენის შესწავლა. როგორც ამბობენ, რომ მისი დახმარებით შესაძლებელია გავიგოთ ადამიანის ხასიათი, გავშიფროთ საბედისწერო ნიშნები, ვიწინასწარმეტყველოთ მომავალი და ისიც კი გავიგოთ, როგორ მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე სახლის რიცხვი, რომელშიც ვცხოვრობთ!
სახლის რიცხვის გასარკვევად, მისი ნომრის თითოეული ციფრი უნდა შევკრიბოთ, სანამ ერთციფრიან მაჩვენებელს არ მივიღებთ. მაგალითად, თუ ცხოვრობთ სახლში, რომლის ნომერია 38 ასე უნდა მოიქცეთ - 3 + 8 = 11; 1 + 1 = 2. ახლა კი ვნახოთ ყველა რიცხვის მნიშვნელობა!
1
ეს სახლი იდეალური ადგილია დამოუკიდებელი ადამიანებისთვის, რომლებსაც დიდი ამბიციები და ცხოვრებისეული გეგმები აქვთ. ასეთი საცხოვრებელი ხელს უწყობს ადამიანში თავდაჯერებულობის გრძნობის განვითარებას, ინდივიდუალურობას, ენერგიულობას და ლიდერის თვისებებს. ასე რომ, ამ სახლში მოწყენის დრო არ გექნებათ.
2
ეს არის ოჯახის, სიყვარულის და პარტნიორობის ადგილი. სახლი, რომელსაც ორიანის ენერგეტიკა აქვს შესანიშნავი ადგილია წყვილებისთვის ან ადამიანებისთვის, რომლებიც თბილ და მყუდრო კუთხეს ეძებენ. ეს ადგილი ხელს უწყობს ისეთი თვისებების განვითარებას, როგორიცაა სიკეთე და ჰარმონია. ის ურთიერთობების განმტკიცებაშიც ეხმარება, თუმცა ერთი ნაკლიც აქვს - ადამიანებმა, რომლებიც კარიერული ზრდისკენ მიიწევენ, უმჯობესია, საცხოვრებლად ასეთი სახლი არ აირჩიონ.
3
იღბლიანი რიცხვია! ამ სახლში პრობლემები იშვიათობაა, რადგან რიცხვის ენერგეტიკა მიმართულია კარგი განწყობისა და ოპტიმიზმის შენარჩუნებისკენ. ზოგადად, იდეალური ადგილია კომუნიკაბელური ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაფერში კარგს ეძებენ, თუმცა თუ მარტოობისა და სიმყუდროვის მოყვარული ხართ, უმჯობესია ასეთი სახლი საცხოვრებლად არ აირჩიოთ. აქ თქვენთვის ზედმეტად მაღალი სოციალური აქტივობაა.
4
ეს არის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ადგილი და იდეალური საცხოვრებელია შრომისმოყვარე ადამიანებისთვის, ვინც გეგმავს და ახორციელებს. სხვა სახლების მსგავსად, ნაკლი ამ ადგილსაც აქვს - შემოქმედებით პროფესიის ხალხისთვის არახელსაყრელია.
5
მუდმივი ხმაური და წვეულებები! ხუთიანის ენერგიის მქონე სახლში, როგორც წესი, ყოველთვის გართობა და მხიარულებაა. როგორც წესი, ასეთი ადგილი ხელს უწყობს პროგრესული იდეების განვითარებას, მრავალფეროვნებას, სიამოვნებას და თავისუფლებას. თუ სტაბილურობისა და სიმყუდროვის მოყვარული ხართ, ჯობს საცხოვრებლად სხვა ადგილი შეარჩიოთ. ხუთეული კონსერვატიზმს ვერ ეგუება.
6
ეს გართობისა და სილამაზის ცენტრია და ოჯახის შექმნისთვის იდეალურია. მისი ენერგია ხელს უწყობს თბილ ურთიერთობებს და ისეთი თვისებების განვითარებას, როგორიცაა თანაგრძნობა და მხარდაჭერა. სხვათა შორის, ასეთ სახლებში ხელსაყრელია მასაჟის ოთახების, სილამაზის სალონებისა ან სხვა ისეთი კაბინეტების მუშაობა, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან და ცხოვრების გაუმჯობესებასთან. აქვე გაითვალისწინეთ, რომ ექვსიანს არ მოსწონს დამოუკიდებლობა.
7
ეს განმარტოებისა და ფიქრის ადგილია. შვიდიანის ენერგია საკუთარ თავზე ზრუნვისა და ახლის შესწავლის სურვილს აჩენს, ხოლო სიმშვიდის ატმოსფერო ამას მხოლოდ ეხმარება. რაც შეეხება უარყოფით თვისებებს, ეს ადგილი ურთიერთობისთვის ან ოჯახური ცხოვრებისთვის შესაფერისი არაა - დიდი ძალისხმევა მოგიწევთ, რომ პარტნიორთანურთიერთგაგებას მიაღწიოთ. შვიდიანი უფრო შინაგანი თვითგანვითარების ადგილია, ვიდრე ურთიერთობის.
8
ძალაუფლების ადგილი! სახლის ენერგია ხელს უწყობს მატერიალურ კეთილდღეობას, კარიერულ ზრდას და წარმატებისკენ სწრაფვას. ასეთ სახლში ცხოვრება ავითარებს ხელმძღვანელობასთან, მენეჯმენტთან და ორგანიზაციასთან დაკავშირებულ თვისებებს. გაითვალისწინეთ, რომ „რვიანი“ მშვიდი გარემოსა და სიმყუდროვის მოყვარულებისთვის შეუფერებელი ადგილია.
9
9 რიცხვის ენერგიის მქონე სახლი შემოქმედებითი ადამიანებისთვის საუკეთესოა. ის ხელს უწყობს სულიერებისა და თვითგამოხატვის განვითარებას, სიყვარულს და თანაგრძნობას. იდეალური ადგილია შემოქმედებითი აღმაფრენისა და თავისუფლებისთვის! საკუთარ თავზე კონცენტრირებული ადამიანებისთვის საცხოვრებლად არახელსაყრელი ადგილია. მათთვის უფრო შესაფერისი რიცხვი 7 ენერგეტიკაა.