13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის 13 ნოემბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ჯანდაბას ფული.. მიეცით თავს უფლება, რომ ბოლო თეთრებიც საკუთარი სიამოვნებისთვის დახარჯოთ. ხვალ ახალი დღეა, რომელიც ახალ შემოსავალს მოგიტანთ. გეჩვენებათ, რომ ეს დღე შემთხვევითობებით სავსეა, მაგრამ შემთხვევით არაფერი ხდება. რატომღაც ყველა თქვენთან სიახლოვეს ცდილობს, როცა ახლაყველაზე მეტად მარტოობა გსურთ.
კურო
ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით. წარსულში დაბრუნება გსურთ, მაგრამ გირჩევთ ის ადამიანი დაინახოთ, რომელიც აწმყოში, თქვენს გვერდითაა და მაგრად ჩაეხუტოთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს.
ტყუპები
ყველა შესაძლო ვარიანტიდან საღამოს კინოჩვენებისთვის მულტფილმები შეგეფერებათ. ეს გაიძულებთ თავი ისევ ბავშვად იგრძნოთდა ზღაპრების რელობა დაიჯეროთ. ვიღაცის მხარდაჭერას ელით, მაგრამ შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეთ. მოსალოდნელია შემთხვევითი შეხვედრა მასთან, ვის ნახვასაც არასოდეს ისურვებდით.
კირჩხიბი
დიდი ხანია არ გიცეკვიათ? შესაძლოა, ამ დღეს თავბრუდამხვევ საღამოზე მოხვდეთ და ქანცგაწყვეტამდე იცეკვოთ. ფრთხილად იყავით - ვიღაც თქვებს გაქურდვას ეცდება. ერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ნაჩქარევად მიღებას და ასჯერ გაზომეთ, ვიდრე ერთხელ გაჭრით.
ლომი
თუ ამ დღეს კოლეგამ ისევ თქვენი წყობიდან გამოყვანა სცადა, შეგიძლიათ ზრდილობა დაივიწყოთ და იგივეთი უპასუხოთ. რაღაც დროის შემდეგ აუცილებლად თავს დაგანებებთ. რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ სწრაფი გადაწყვეტილება მიიღოთ და გულის კარნახით იმოქმედოთ. გირჩევთ კულინარიული შედევრის შექმნის იდეა დაივიწყოთ - უბრალოდ, პროდუქტებს გააფუჭებთ.
ქალწული
მარტოხელა ქალწულებო, დაფიქრდით, ოდესმე ბავშვის შვილად აყვანაზე ხომ არ გიფიქრიათ? თუ ასეთი სურვილი ნამდვილად გაქვთ, ახლა ამისთვის ხელსაყრელი დროა. რაც უნდა მოხდეს, დასკვნების გამოტანა არ უნდა იჩქაროთ. როგორი საინტერესოც არ უნდა ჩანდეს ადამიანი, რომელსაც დღეს გაიცნობთ, ეცადეთ მისი გავლენის ქვეშ არ მოექცეთ.
სასწორი
შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ კურსებზე ჩაეწეროთ. გახსოვდეთ გამოთქმა „შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო, ამიტომ ეცადეთ არ აჩქარდეთ. კარგი იქნება თუ ყველაზე ცხარე კამათის დროსაც კი ზრდილობის ზღვარს არ გადახვიდეთ, თორემ თავად დაზარალდებით.
მორიელი
ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ ქველმოქმედების აქტი განახორციელოთ. ეცადეთ ახლობელ ადამიანს მოუსმინოთ და გაუგოთ. საყვარელ ადამიანთან კამათი დიდი ხნით გამოგიყვანთ წყობიდან.
მშვილდოსანი
ეს დღე მშვილდოსნებისთვის ძალიან წარმატებულად დაიწყება. ისინი, ვინც სიმშვიდის შენარჩუნებას შეძლებენ, სიტუაციაში უკეთ გარკვევასაც შეძლებენ. მშვილდოსნებო არ მოგბეზრდათ საქმის შუა გზაზე მიტოვება? მერამდენე გამარჯვება უნდა დაკარგოთ?
თხის რქა
თუ ისეთ ადგილზე მოხვდით, სადაც სურვილების ჩაფიქრება ხდება, მაგალითად, ნატვრის ხესთან ან შადრევანთან, აუცილებლად ჩაიფიქრეთ და დიდი შანსია, რომ აგიხდეთ. ვიღაც მლიქვნელობით თქვენს მოხიბვლას ცდილობს, მაგრამ კარგად დაფიქრდით, სანამ ცრუ სიტყვებს დაიჯერებთ. ამდღეს უჩვეულოდ მგრძნობიარე ხართ.
მერწყული
მერწყულებო ერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას, რომ მოგვიანებით არ ინანოთ. ამ დღეს უბრალო დამკვირვებლის როლს უნდა დასჯერდეთ, რომ სისულელე არ ჩაიდინოთ.
თევზები
რააღაც ისე ძალიან გაგიტაცებთ რომ ვერ გაიგებთ, დღე შეუმჩნევლად ჩაივლის. გირჩევთ, ოჯახს მეტი დრო დაუთმოთ. ყველა შეთავაზებული ვარიანტიდან მთავარია, რომ ომისა და კონფრონტაციის გზა არ აირჩიოთ.