თეგებით ძიება

"პარლამენტში არ შევდივართ და ვითხოვთ ახალ არჩევნებს ახალი ადმინისტრაციით" - ოპოზიცია აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე

ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციით - ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია. ამის შესახებ აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში შეხვედრიდან გამოსულმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა განაცხადა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, რომ ჯერ მოთელვაა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დაწყებულია:

"მოთელვაა და ამიტომ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვართ - პარლამენტში არ შევდივართ და ვითხოვთ ახალ არჩევნებს ახალი ადმინისტრაციით. მოლაპარაკებები დაწყებულია, მოთლევის შემდეგ დგება შედეგები, ვნახოთ, რა შედეგი დადგება. რაუნდები დაწყებულია, ერთი შეხვედრით რომ წყდებოდეს ასეთი გლობალური პრობლემები... ქუჩის აქციების მოხსნა არ იგეგმება. მზად ვართ მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს ნათელაშვილმა და დაფინანსების მოხსნის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს უმნიშვნელოა, მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ქვეყანას ჯანსაღი საარჩევნო სისტემა ჰქონდეს.

"ცივ ქვაზე რომ დავრჩეთ, საერთოდ მშივრები რომ ვიყოთ, ჩამოვივლით თითო-თითო ოჯახს და ყოველ დღე, თითო ოჯახი გვაჭმევს პურს, აი, წავალთ ამაზეც. არ გვჭირდება არავითარი დაფინანსება, ჩვენ გვჭირდება ქვეყნისთვის ჯანსაღი საარჩევნო სისტემა, სადაც ვერავინ მოისყიდის, ვერავინ დააძალებს, ვერავინ გააყალბებს და ცხოვრებას და არსებობას ექნება აზრი ჩვენი ხალხისთვის", - აღნიშნა ნათელაშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა