6 მიზეზი, რატომ არის კურო იდეალური პარტნიორი ცხოვრებასა და სიყვარულში
ამ ზოდიაქოს ნიშნის სტიქია მიწაა და მისი მფარველია ვენერა, რაც განაპირობებს მის მგრძნობიარე, ჯიუტ ხასიათს და პირველ რიგში ცხოვრებაზე რეალისტურ დამოკიდებულებას.
1. კუროები - მშვიდი ადამიანები
ისინი არ მიეკუთვნებიან, იმ ადამიანების რიცხვს, ვინც პატარა შეცდომაზე მზად არიან ყველაფერი გაანადგურონ. იშვიათად ჩხუბობენ, ყოველთვის და ყველგან ინარჩუნებენ სიმშვიდეს და არასდროს აწყობენ ისტერიკას.
კუროების გვერდით ყველა კომფორტულად გრძნობს თავს, რადგან ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ნდობასა და სიმშვიდეს იწვევენ.
2. კუროები - ერთგული პარტნიორები
როცა საქმე ურთიერთობას ეხება, კურო ყოველთვის ხანგრძლივ და სტაბილურ ურთიერთობასთან ასოცირდება. ისინი "ძველი სკოლის" წარმომადგენლები არიან და თითქმის არასდროს ურთიერთობენ ერთჯერადი სექსისთვის.
ურთიერთობის აწყობას მხოლოდ მაშინ იწყებენ, როცა 100%-ით არიან დარწმუნებული.
კუროები ერთგულები არიან და არასდროს ხდებიან შემთხვევითი ინტრიგის მონაწილეები.
3. კუროები - ვნებიანი საყვარლები
თუ თქვენი პარტნიორი კუროა, თქვენ არასდროსს გექნებათ საწუწუნო ერთფეროვნებისა და მოწყენილობის გამო. საწოლში აქტიურები და სიახლეების მოყვარულები არიან. მათი მფარველი ხომ ვენერაა - სიყვარულის ქალღმერთი!
საერთოდ, კუროები ძალიან აფასებენ გრძნობით სიამოვნებას. სექსი მათთვის სიყვარულის უმაღლესი გამოხატულებაა. ყოველთვის მზად არიან გაგიკეთონ მასაჟი ან თქვენთან ერთად ითამაშონ ეროტიკული თამაშები.
4. კურო - უდრეკი და მტკიცე
თუ კურო თავის ფასს დაინახავს, მას ვეღარაფერი შეაჩერებს. რთულ სიტუაციაშიც კი, თუ ცხოვრება მას დიდ ზიანას მიაყენებს, ის არასდროს დანებდება.
ისინი თავდადებით მიიწევენ მიზნისკენ, მაშინაც კი როცა სხვები ამბობენ, რომ არაფერი გამოვა.
5. კუროებს ეხერხებათ თავისიანების დაცვა და ყოველთვის თავის სიმაღლეზე დგანან
კუროები წყნარი და ძლიერები არიან. თუ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, არ უფრთხიან საჭირო ზომების მიღებას. თუ ვინმემ მისთვის საყვარელი ადამიანი გააბრაზა, ჯერ მსხვერპლს დაამშვიდებს, შემდეგ კი დამნაშევს დასჯის.
როცა საქმე საკუთარი აზრის გამოხატვას შეეხება, ის არ დამალავს სიმართლეს, მას უნარი აქვს ტაქტიკურად გადმოსცეს ეს.
იმის ნაცვლად, რომ გითხრათ "საშინლად გამოიყურები ამ კაბაში"" - იტყვის - კარგი კაბაა, მაგრამ ეს არ არის საუკეთესო არჩევანი. სხვა მოირგე."
6. კუროებს შუძლიათ დააფასონ ლამაზი მომენტები ცხოვრებაში
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებმა იციან, როგორ მიიღონ სიამოვნება და დატკბნენ დიდებული ჩანჩქერით, კულინარიითა თუ საბნის შეფუთვით. კუროები აფასებენ სამყაროს სილამაზესა და გრანდიოზულ მოვლენებს, თუმცა საღამოოობით მათთან ერთად სერიალის ყურება და ჩახუტებაც შესანიშნავია.