თეგებით ძიება

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის 14 ნოემბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
დასვენების დღეების წინ თუნდაც უხასიათოდ იყოთ, ეცადეთ ნეგატიურ ემოციებს არ აჰყვეთ. დაისახეთ მიზანი, თუნდაც მცირე და ყოველდღე მისკენ თითო ნაბიჯი გადადგით, რომ ცხოვრება უფრო საინტერესო გახდეს. თავადაც გაგიკვირდებათ, როგორ შეიცვლება ატმოსფერო თქვენს გარშემო.

კურო
შეიძლება გრძნობა გაგიჩნდეთ ადამიანის მიმართ, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მეგობარი. თუ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდით, მნიშვნელოვანია საკუთარ სულში გაერკვეთ, რომ იცოდეთ რა და რატომ გსურთ.
არ არის გამორიცხული, რომ ეს გრძნობა ორმხრივია და ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მიიღოთ ლამაზი ამბავი, რომელსაც შვილიშვილებს მოუყვებით. ნებისმიერ შემთხვევაში, შეეცადეთ გაარკვიოთ ყველაფერი.

ტყუპები
საინტერესო მოვლენები გელით. თუ მარტოხელა ხართ, გაბედულად იმოქმედეთ და შედეგს მალე მიიღებთ. თქვენი ენთუზიაზმი და ქარიზმა გარშემო მყოფებს მაგნიტივით იზიდავს და აქედან პატარა თავგადასავლამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია. დარწმუნდით, რომ ვიღაცას გულს არ ტკენთ და არ მანიპულირებთ. ასეთ შემთხვევაში ეს თავგადასავალი შეიძლება მთელი ცხოვრების რომანად იქცეს.

კირჩხიბი
ამ დღეს ენერგიის მოზღვავებას და შემოქმედებით აღმაფრენას გრძნობთ. ბოლოს და ბოლოს, გაგიჩნდათ დრო ჰობისთვის, რომელიც სამსახურის გამო დაივიწყეთ. საღამოს შეიძლება საყვარელი ადამიანისგან მოულოდნელი შეთავაზება მიიღოთ, რომელიც ყურადღებით უნდა განიხილოთ. მზად იყავით სტრესული დღეებისთვის და ეცადეთ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანზე გაამახვილოთ. ახლა წვრილმანებზე ფიქრი დრო არ გაქვთ.

ლომი
ლომისთვის უკიდურესად რთული პერიოდი დგება. იქნება ეს ახალი პროექტები თუ ახალი გამოწვევები, ეცადეთ ყველა დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ, რომ თავისუფალ დროს დასვენებით დატკბეთ. მოდუნდით, დაისვენეთ და ისიამოვნეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად ბუნებაში გასეირნებით. ყველაფერი შესანიშნავადაა და უახლოეს დღეებში გამარჯვებები გელოდებათ. გირჩევთ ჯანმრთელობის შესახებ არ დაივიწყოთ. იქნებ ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ?

ქალწული
საკმაოდ დაძაბული შაბათ-კვირა გელით. საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ურთიერთობაში პრობლემები გელით. ეცადეთ ყურადღებით უსმინოთ რას გეუბნებიან ახლობელი ადამიანები და იმპულსურად არ იმოქმედოთ. მომავალი კვირიდან ყველაფერი ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება. ეს იდეალური დრო იქნება სამსახურში ინიციატივის გამოჩენისთვის. სავარაუდოდ, უფროსი თქვენს ძალისხმევას სათანადოდ იდააჯასებს და დაწინაურებას შემოგთავაზებთ. ყურადღებით განიხილეთ ყველა შესაძლებლობა.

სასწორი
პრობლემებს ადვილად გაუმკლავდებით თუ დახმარებისთვის ახლობელ ადამიანებს მიმართავთ. გირჩევთ რჩევისთვის კოლეგას დაურეკოთ, რადგან მათი აზრი უფრო ობიექტური იქნება, ვიდრე საყვარელი ადამიანის ან ახლო მეგობრის. მიუხედავად იმისა, რომ მისი რჩევა ის არ არის, რასაც ელოდით, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში სწორედ ეს სიტყვები დაგეხმარებათ.

მორიელი
სანამ ახალ საქმეს დაიწყებთ, დაფიქრდით, ზუსტად იცით, რომ ეს სასურველ მიზანთან მიგიყვანთ? დასვით კითხვები, რომლებიც მოსვენებას არ გაძლევთ და ეცადეთ იპოვოთ პასუხები, რომლებიც მთელ სიტუაციას გაარკვევს. თქვენს გარშემო ძალიან ბევრი ცდუნებაა. სიბრძნისა და ნებისყოფის გამოვლენა მოგიწევთ, რომ ამას გაუმკლავდეთ.

მშვილდოსანი
მშვილდოსნებო, ეცადეთ ურთიერთობაში მეტი ტაქტი და დიპლომატიურობა გამოავლინოთ. მნიშვნელოვან შეხვედრაზე დასწრებისთვის საკუთარი გეგმების შეცვლაზე უარის თქმა შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ. წარმატების მისაღწევად, კომფორტის ზონიდან გასვლა უნდა სცადოთ. ასეთი დღეები არც ისე ხშირია თქვენს ცხოვრებაში.

თხის რქის
ახალი გამოწვევის წინაშე ყურადღების კონცენტრირება დაგჭირდებათ! ეცადეთ თქვენს გარშემო სიტუაცია აკონტროლოთ. ნუ ინერვიულებთ იმაზე, რომ ვიღაც გეგმებს ჩაგიშლით. ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. თქვენივე სიკეთისთვის, ეცადეთ თავიდან მოიცილოთ ადამიანები, რომლებიც ერთს ამბობენ და საწინააღმდეგოს აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ უწყინარ არსებებს გვანან, ასე არარის. დიდი შანსია, რომ ამ ადამიანების დამსახურებით იმედგაცრუებული დარჩეთ.

მერწყული
გაითვალისწინეთ, რომ საუკეთესო დღე არაა მოგზაურობის, ლაშქრობისა თუ საქმიანი ვიზიტისთვის. სადაც არ უნდა წახვიდეთ, გრძელი რიგები და მჭიდროგრაფიკიგელით. თუ არსებობს შესაძლებლობა, დარჩით სახლში ან სახლთან ახლოს. თუ მოინდომებთ, შეგძლიათ სახლშიც მშვენივრად გაერთოთ. თუ ნებისმიერ სხვა დღეს გარეთ გასვლა თქვენთვის თავგადასავალია, დღეს ის შეიძლება ნამდვილ უსიამოვნებად იქცეს. უმჯობესია ახლობლებს თქვენთან დარჩენა თხოვოთ და დღეს მშვიდად გაატარებთ.

თევზები
ამ დღეს მოსალოდნელია პრობლემები. არ დაუშვათ, რომ ემოციებმა გმართოთ. გამარჯვებას მხოლოდ მშვიდი დისკუსიით მიაღწევთ. ნებისმიერი ნეგატიური ემოცია დროულად უნდა აღმოიფხვრას და ახლა სწორედ ამის დროა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა