13 ნოემბერი ერთ–ერთი მისტიური დღეა ნოემბერში - ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი საჭირო რჩევებს გთავაზობთ, როგორ გამოხვიდეთ წარუმატებლობის ზოლიდან
ნოემბერი დატვირთულია მოვლენებით, რომელიც ბიძგს აძლევს ადამიანებს გარდაქმნან აზროვნება.
ნუმეროლოგიის თანახმად 13 რიცხვი ნიშნავს ძველის განულებას და ახალ დონეზე გადავლას.
ამიტომ, ეს დღე ფლობს უზარმაზარ ენერგეტიკას და მილეული მთვარის ფაზის მხარდაჭერით თქვენ შეგიძლიათ თქვენი ცხოვრებისეული მოვლენების ტრანსფორმაცია, ანუ არასასურველი მოვლენების სასურველ მოვლენებად გარდაქმნა.
ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი და პერსონალური ქოუჩი ანუკი ვეფხვაძე მკითხველს იმ ენერგეტიკულ რიტუალებს გთავაზობთ, რომელიც დაგეხმარებათ წარუმატებლობის დაძლევაში.
პარასკევს მართავს პლანეტა ვენერა – რომელიც პასუხისმგებელია ყველა ცხოვრებისეულ სფეროს სიყვარულზე და ჰარმონიაზე.
მოიშორეთ ცრურწმენები და გამოიყენეთ ამ დღის ენერგია, რათა გამოხვიდეთ წარუმატებლობის ზოლიდან და შეზღუდვებისგან.
დაე ამაში დაგეხმაროთ ენერგეტიკული რიტუალები.
1. გათავისუფლება:
აზრობრივად წარმოდგინეთ თქვენს წინ ხაზი (შეგიძლიათ დახატოთ ცარცით იატაკზე)
შექმენით განზრახვა იმისათვის,რომ გამოხვიდეთ შეზღუდვებისგან:
ჩაკეტილი წრის სიტუაციებიდან;
ურთიეთობებიდან;
ნეგატიური ჩვევებიდან და ასე შემდეგ...
ამის შემდეგ თამამად და თავდაჯერებულად გადააბიჯეთ ხაზს, რათა ეს ყოველივე რაც ხელს გიშლით, ყოველივე შეზღუდა მოიტოვოთ უკან...
დადექით რამდენიმე წუთი თვალდახუჭული და წარმოიდგინეთ საკუთარი თავი სრულიად თავისუფალი და ბედნიერი ახალ ცხოვრებაში.
2. ენერგეტიკული რიტუალი ფინანსური წარმატებისათვის:
შეგიძლიათ შეიძინოთ სახლის რომელიმე მცენარე, მაგალითად: შეგიძლიათ დათესოთ ხორბალი, მის ძირში მოათავოთ 13 მონეტა, მოუარეთ, მორწყეთ, გაახარეთ და წარმოიდგინეთ, რომ იზრდება, ხარობს მცენარე და თქვენი ფინანსური სიუხვე მრავლდება.
თუ ფინანსურ პრობლემას განიცდით, წარმოიდგინეთ, რომ ძველ საფულეში ათავსებთ, ვალებს, ფინანსურ პრობლემებს და გადააგდეთ, ამ ქმედებით სამყაროში განზრახვას გამოხატავთ, რომ ანულებთ ძველ წარუმატებლობის ხაზს და მზად ხართ წარმატების ტალღა შემოუშვათ ცხოვრებაში,
სინამდვილეში ყველაფერი იცვლება, მაშინ,ბ როდესაც ჩვენ შინაგანად ვცვლით რაიმეს მიმართ განზრახვას და მზად ვართ თამამად მივიღოთ და გავიხსნათ ახალი შესაძლებლობებისათვის.
შეიძინეთ ახალი საფულე და დატვირთეთ ახალი ენერგიით, იმისათვის, რომ ახალი შესაძლებლობები ფინანსური წარმატება შემოუშვათ ცხოვრებაში.
3. ენერგეტიკული რიტუალი სიყვარულზე.
აიღეთ სუფთა ფურცელი და დაწერეთ 13 ჯერ:
,,მე ვიზიდავ ბედნიერებას ცხოვრებაში“
,,მე მიყვარს და ვუყვარვარ“
,,სიყვარულში ვცხოვრობ“
ფურცელი ჩადეთ ლამაზ და ფერად კონვერტში სიტყვებით:
,,სიყვარულის მაგნიტი“
შეინახეთ კონვერტი სურვილის ასრულებამდე.
ვინც კითხულობთ, გიგზავნით სიყვარულისა და ბედნიერების სხივებს.