15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის 15 ნოემბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ენერგიით სავსე ხართ, რაც უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ. ვერძის შემთხვევაში ყველაფერი მათ განწყობაზეა დამოკიდებული: ან მშვიდად ხართ, ან აღგზნებული და საოცარ საქმეებს აკეთებთ. შეეცადეთ უახლოეს დღეებში მეორე მდგომარეობაში დარჩეთ და თქვენი ინტერესის სფეროში მოულოდნელ წარმატებას მიაღწევთ.
კურო
შესაძლოა, ამ დღეს ძალიან განსაკუთრებული ადამიანი გაიცნოთ, რომელთანაც წარმატებულ წყვილს შექმნით. გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ პირად ცხოვრებას არ ეხება. შეგიძლიათ იპოვოთ ახალი მეგობარი, ბიზნეს პარტნიორი ან უბრალოდ ადამიანი, რომელიც იმ კითხვებზე გაგცემთ პასუხს, რომლებიც წლების განმავლობაში გტანჯავთ. შეიძლება თამამი გეგმაც კი შეიმუშაოთ, რომელიც ორივეს უცნობ ადგილებში და გამარჯვებამდე მიგიყვანთ.
ტყუპები
არ არის გამორიცხული, თქვენი წარსულიდან ვიღაც ადამიანი შეგხვდეთ, შესაძლოა ყოფილი პარტნიორიც კი და ორივეს ემოციები მოგიცავთ. კარგად დაფიქრდით ღირს თუ არა ამ ურთიერთობის აღდგენა, განსაკუთრებით თუ ბევრი პრობლემა და შესაძლოა, ტანჯვაც კი ახლდა? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხი მხოლოდ თქვენი გასაცემია და რაც შეიძლება სწრაფად.
კირჩხიბი
გარშემო მხოლოდ თქვენსავით ოპტიმისტ ადამიანებს შემოიკრებთ, რომლებთანაც თავს შესანიშნავად გრძნობთ. ზოგიერთ მათგანთან ისეთი სულიერი სიახლოვე გაქვთ, თითქოს დაბადებიდან ერთად ხართ. ისარგებლეთ ამ მომენტით, რომ პოზიტიური ენერგიით დაიმუხტოთ და გაცილებით ენერგიულად იგრძნობთ თავს.
ლომი
ლომი სიახლეები ძიებაშია, რომ საკუთარი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოს. შეიძლება ეს მეგობრობა, ბიზნეს იდეა ან თუნდაც ახალი პარტნიორი იყოს, მაგრამ ყველა თვალსაზრისით საინტერესო დღე იქნება. საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული ხართ და გჯერათ, რომ სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა ადამიანებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს.
ქალწული
სიტუაციები, რომლებსაც დღეს უნდა გაუმკლავდეთ, მთლიანად გამოგიყვანთ კომფორტის ზონიდან. ეცადეთ ყურადღებით შეისწავლოთ ვითარება, რომელშიც იმყოფებით. მით უმეტეს, რომ ამის გამოცდილება გაქვთ. დრო შეუმჩნევლად გაფრინდება და უზარმაზარ კმაყოფილებას იგრძნობთ, როცა თავსატეხს ბოლომდე ამოხსნით.
სასწორი
შესანიშნავი დღე გელით და ენერგიით სავსე ხართ. ყველაზე ბუზღუნა და უხასიათო ადამიანებიც კი ვერ შეძლებენ თქვენი ხასიათის გაფუჭებას. უარეს შემთხვევაში, შეიძლება თქვენი შეშურდეთ და მორჩა. ეცადეთ სრულად მიიღოთ ეს დადებითი ენერგია და ამ დღეებით დატკბეთ. მშვენიერი დროა იმისთვის, რომ საკუთარ გეგმებში ცვლილებები შეიტანოთ და მომავალზე დაფიქრდეთ.
მორიელი
თქვენი საქმე კარგად, მაგრამ საკმაოდ ნელა ვითარდება, რაც ძალიან გაწუხებთ. განაგრძეთ იმის კეთება, რასაც ახლა აკეთებთ და გჯეროდეთ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა. გახსოვდეთ, რომ საჭირო სიჩქარით მოძრაობთ და ზუსტად იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ. მოდუნდით და ემოციები დაიცხრეთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნისთვის ეს დღე შეიძლება გამოცდად იქცეს. დილას ისეთი შეგრძნებით გაიღვიძებთ, რომ რაც არ უნდა გააკეთოთ, არაფერი გამოდის. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, თორემ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოთ. ვარსკვლავები გარწმუნებენ, რომ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეგიძლიათ, ამიტომ გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების. პირად ცხოვრებაში ლამაზი სიურპრიზი გელით და ეცადეთ ეს მომენტი არ დააიგნოროთ.
თხის რქა
ამ დღეს თქვენი ყურადრება მთლიანად ბიუჯეტზეა გადატანილი. იმდენად დაიღალეთ ფულის დაზოგვით, რომ ახლა თქვენი მთავარი საზრუნავია როგორ იშოვოთ მეტი ფული და ვარსკვლავებიც თქვენს მხარეს არიან. გაჩნდება იდეა, შანსი, რომელსაც წარმატებით განახორციელებთ და მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებთ. დღისმეორე ნახევარში საყვარელ ადამიანებთან ერთად მშვენიერი საღამო გელით.
მერწყული
ფინანსური პრობლემების გამო, თქვენი გონება მთლიანად მეტი ფულის გამომუშავებაზეა გადართული. შესაძლოა, სერიოზულად დაიწყოთ ფიქრი სამუშაო ადგილის შეცვლაზე და ყველაფერზე, რაც ფულს მოგიტანთ. თუ მარტოხელა ხართ, პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ერთი ნახვით სიყვარული: პეპლები მუცელში, უმადობა და სასიამოვნო თავბრუსხვევა, რაც დიდი ხანია არ გამოგიცდიათ.
თევზები
ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ცხოვრება გაცილებით მშვენიერია, როდესაც საბანკო ანგარიშზე ბევრი ნული ჩანს. გადაწყვეტეთ, რომ შემოსავალი უნდა გაზარდოთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ: ფრთხილად იყავით და დიდი ფულის დევნაში არ დაკარგოთ ყველაფერი, რაც უკვე ფლობთ. არ ჩაერთოთ საეჭვო საქმეებში უცხო ადამიანებთან. ადამიანი, რომელიც ძალიან გიყვართ, ბოლოს და ბოლოს გადმოდგამს პირველ ნაბიჯს. თუ მარტოხელა ხართ და სხვა ვალდებულება არ გაქვთ, გაიზიარეთ მისი გრძნობები და ცხოვრებით დატკბით.