თეგებით ძიება
13. 11. 2020 COVID - 19

დაგვიჯერეთ, პირბადე ყველგან უნდა ვატაროთ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რო მთუ მოსახლეობის 95% სწორად ატარებს პირბადეს, დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობა 70%-ით შემცირდება.

გამყრელიძის განმარტებით, რეგულაციები ყველაზე ხშირად პირბადის ტარების ნაწილში ირღვევა.

„გამოსავალს დღევანდელი პანდემიის შეჩერებისა და დაძლევის კუთხით, ვხედავთ ჩვენ სახელმწიფოს, სამედიცინო პერსონალისა და საზოგადოების კოორდირებულ მუშაობაში. სად არის ყველაზე მეტი დარღვევა? არის იქ, სადაც არ გვჯერა, რომ პირბადეს აქვს დამცველობითი უნარი, არადა ვსაუბრობთ, რომ პირბადეზე დიდი დამცველობითი უნარი ჯერჯერობით არაფერს არ აქვს, არც, ჯერჯერობით, შეუქმნელ ვაქცინას. რიცხვებს ვამბობთ, რომ თუ ჩვენ ავიყვანთ ქვეყანაში პირბადის ტარებისა და მოხმარების მაჩენებელს 95%-მდე, ამის პროგნოზირებას აკეთებენ დიდი და წამყვანი ინსტიტუტები, ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას შევამცირებთ, დაახლოებით, 70%-ით. ამიტომ, გვენდეთ და დაგვიჯერეთ, რომ პირბადე ყველამ ყველა ადგილზე უნდა ვატაროთ. როცა მე ამას ვამბობ, მერე სოციალურ ქსელში ჩემზე ქირქილია - სოფელში თუ ტყეში პირბადით ვიაროთო? ნუ გავაშარჟებთ ამ მოწოდებას! არავინ არ გეტყვით ტყეში მარტო თუ მიდიხართ, რომ პირბადით იაროთ და ჩემს სოფელში, საიდანაც მე ვარ წარმოშობით, ერთი გლეხი ცხოვრობს, იმას არავინ არ ეტყვის, რომ იაროს პირბადით, მაგრამ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში უნდა ვიაროთ პირბადით,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა