ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 40 902 ახალი შემთხვევა დადასტურდა
იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 40 902 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 550 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 1 107 303 შემთხვევა დადასტურდა, 44 139 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 399 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.