თეგებით ძიება
13. 11. 2020 COVID - 19

შეიძლება კორონავირუსით დავიღალეთ, თუმცა თავად ვირუსი არ დაღლილა - ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ხალხი კორონავირუსის პანდემიით დაიღალა, თუმცა საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა და ზომების მიღება.

„ჩვენ შეიძლება კორონავირუსით დავიღალეთ, თუმცა თავად ვირუსი არ დაღლილა. ევროპის ქვეყნები იბრძვიან, მაგრამ ვირუსი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და არც მისი შეჩერების ზომები“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების თაობაზე დამაიმედებელი სიახლის მიუხედავად, მსოფლიოს წინ დიდი გზა ელის და ქვეყნები მხოლოდ ვაქცინას ვერ დაეყრდნობიან.

გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინის წინასწარი ანალიზები აჩვენებს, რომ მას ადამიანების 90%-ით დაცვა შეუძლია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 52 მილიონზე მეტი შემთხვევა დაუდასტურდა, ხოლო 1.3 მილიონი ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა