თეგებით ძიება

8 მიზეზი, რატომ არ ღირს ქალწულის დაკარგვა

ქალწულებს ხშირად სდებენ ბრალს მეწვრილმანეობასა და პედანტობაში. ამბობენ, რომ მწარე ენა აქვთ და ზედმეტად კრიტიკულები არიან, თუმცა მთავარი სულ სხვა რამეა.


(ცნობილი ქალწული – კამერონ დიასი)


1. ყოველთვის მზად არიან დახმარების ხელი გამოგიწოდონ

ქალწული ერთ-ერთი ყველაზე მზრუნველი ნიშანია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. შეიძლება გაგაკრიტიკოთ ჩაფლავების გამო, მეტიც – ქოქოლა დაგაყაროთ, მაგრამ ერთადერთი იქნება ვინც თქვენ დასვრილს მოწმენდს, ოღონდ ეს უნდა დააფასოთ.



2. სიყვარულს საქმით გამოხატავენ


(ცნობილი ქალწული – კიანუ რივზი)


რომანტიკული ლექსების და სტატუსების წერა მისი სტილი არ არის, რადგან ეს არაფერში გამოგადგებათ. მისი სიყვარული ქმედითია. ვის რაში ჭირდება ფუჭი სიტყვები? საქმე ლაპარაკის ნაცვლად.



3. არ აქვთ ზედმეტი წარმოდგენა საკუთარ თავზე

მეტიც, იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე თვითონ ფიქრობენ. გახსოვთ ის გამოთქმა – ,,ფუჭი თავთავი თავს მაღლა იწევს, მსუყე თავთავი თავდახრილია” ? ქალწულები თავმდაბლები არიან და თავსაც არასოდეს გამადლიან.



4. უფრო მეტს გაძლევენ, ვიდრე იღებენ


(ცნობილი ქალწული – დედა ტერეზა)


ისინი გაცემაზე არიან ორიენტირებულნი. როცა უყვართ, გამორჩენაზე კი ფიქრობენ, ცდილობენ რამე გააკეთონ თქვენთვის, რაღაცაში გამოგადგნენ



5. ძალიან ორგანიზებული და მოწესრიგებული ხალხია

ყველაზე მეტად ორგანიზებული და მოწესრიგებული. მოვლილი, სუფთა და ზუსტი. არასოდეს დააგვიანებენ შეხვედრაზე, არ დაავიწყდებათ თქვენი დაბადების დღე და არც იმის შეხსენება რომ ხვალ ექიმთან ხართ ჩაწერილი.



6. გონება უჭრით

ძალიან გონებამახვილები არიან. ანალიტიკური ჭკუა აქვთ. ყოველთვის არგუმენტებით ლაპარაკობენ და მათთან საუბარი ძალიან საინტერესოა.



7. არაფერი ეპარებათ

არც ერთი დეტალი, რომელიც თქვენი ყურადღების მიღმა რჩება. თქვენზე ადრე მიხვდებიან რა პრობლემა გაქვთ, რა გიჭირთ და ეცდებიან ყველანაირად დაგიდგნენ გვერდში.


8. კარგი რჩევების მოცემა შეუძლიათ



ნებისმიერ საკითხში – ურთიერთობები იქნება ეს, სექსი თუ საოჯახო საქმეები. ექსპერტები არიან, ყველაფერზე ნაფიქრი აქვთ და ყველაფერი გაანალიზებული.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა