რატომ არის თხის რქა ზოდიაქოს ყველაზე ჭკვიანი ნიშანი?
თხის რქას ბევრი ღირსება გააჩნია, მაგრამ ერთი რამ თვალში მოსახვედრია: მისი შესანიშნავი პრაქტიკული ინტელექტი. ის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ზოდიაქოს ნიშანია.
თხის რქას მინიჭებული აქვს ძალიან ზუსტი ლოგიკური აზროვნება. მას შეუძლია ყველაფერი ორი ნაბიჯით წინ განსაზღვროს და სასურველ დასასრულს მიაღწიოს. თუმცა მათ წარმოდგენა რთულად აქვთ განვითარებული და ცხოვრებას მხოლოდ შავ და თეთრ ფერებში ხედავენ.
მისთვის დამახასიათებელი თვისებაა – მოკრძალებულობა. მაშინაც კი თუ თხის რქა მდიდარია, მისი ტანსაცმლით ამის განსაზღვრა გაგიჭირდებათ, რადგან საკუთარი წარმატების აფიშირება არ უყვარს. თხის რქის ნდობის მოპოვება მარტივი არაა, რადგან ის ტყუილს ადვილად განსაზღვრავს.
თხის რქის პიროვნება
თხის რქის ცივი ხიბლი პირველი შეხვედრის დროს შეუდარებელ შთაბეჭდილებას ახდენს. სიმტკიცე – მისი ნიღაბია, რომელიც უკიდურესად მგრძნობიარე სულს, ნამდვილ ვულკანურ ვნებას მალავს. მისი გულის სიახლოვეს გათბობას ბევრი ვერ ახერხებს. თხის რქა სახის გამომეტყველებით, მუდმივი ჩაფიქრებული მზერით ადამიანებს აინტრიგებს – ის ისეთი მიუწვდომელი გეჩვენებათ. მისი შინაგანი სამყარო განსაკუთრებულად მდიდარია, თუმცა მას თითქმის არავის აჩვენებს.