თეგებით ძიება

ვარდისფერი კვარცი – ქვა, რომელიც სასიყვარულო ურთიერთობებს დაგილაგებთ

არაერთი ქალი ყვება იმ საოცარი ცვლილებების შესახებ, რომლებიც მათ ცხოვრებაში ვარდისფერ კვარცთან დამეგობრების შემდეგ იწყება. ყვებიან როგორ განიცდიან აუხსნელ სიმსუბუქესა და სიმშვიდეს. როგორ უბზინავთ კანი და ეფაკლებათ ღაწვები, როგორ გრძნობენ მამაკაცებისა და სხვა ქალების დაჟინებულ მზერას ქუჩაში სიარულისას, როგორ დღითი დღე მატულობს კომპლიმენტები, კეთილი განწყობა და ურთიერთობის სურვილი სრულიად უცხო ადამიანებისგანაც კი… ამ შედეგს ვარდისფერი კვარცის ენერგეტიკა იძლევა რომელიც გვკვებავს და უხვად გვაძლევს თავის პოზიტიურ თვისებებს.

ვარდისფერი კვარცი ქალებისთვის გამორჩეული მინერალია. მისი ფერის გრადაცია ღია, წყალწყალა ვარდისფერიდან ინტენსიურად მუქ ვარდისფერამდე ადის. ჯერ კიდევ ძველ დროში, მას სამყაროს სიყვარულის, ქალური საწყისის, მიწისა და ჰაერის სტიქიის მატარებელ ქვად მიიჩნევდნენ, რომელიც ააქტიურებს ქალურ ენერგიას, გვკვებავს მიწის ენერგიით, გვაძლევს შინაგან სიმსუბუქეს, ჰაეროვნებას, ჰარმონიასა და სიმშვიდეს.

ვარდისფერ კვარცს პირდაპირ სიყვარულის ქვასაც უწოდებენ, რომლის ტარება გულსაკიდის სახით, უშუალოდ ანაჰატა (გულის) ჩაკრაზეა რეკომენდირებული. სამაჯურის შემთხვევაში კი სჯობს მარცხენა ხელზე ატაროთ.


შეიძლება ითქვას, ეს მინერალი უნივერსალურია ყველა ქალისთვის. მათ ვინც შეყვარებულია – ეხმარება სტაბილური და ჰარმონიული ურთიერთობის წარმართვაში;
ვისაც “არავინ ჰყავს” – პირდაპირი სიტყვითაც კი შეიძლება ითქვას, რომ “მოუზიდავს” ახალ და ახალ მამაკაცებს რომელთა შორისაც საუკეთესო არჩევანის გაკეთებაშიც ეხმარება;
დაოჯახებულებს – თანაცხოვრებაში, ისევ და ისევ, სტაბილურობას, სიმყარესა და სიმშვიდეს აძლევს;
ორსულობის დაგეგმვის პერიოდში, ორსულობის დროს და ლაქტაციის თვეების განმავლობაში კი – დამცავისა და ქალური ენერგიის გამაძლიერებელის ფუნქციას ააქტიურებს რაც ორსულობამდელი და მომდევნო პერიოდის მშვიდ, უსაფრთხო და აუღელვებელ მდგომარეობაში გატარების საშუალებას იძლევა.

საქმიან ქალბატონებს ვარდისფერი კვარცი ახალ პარტნიორებთან სტაბილური, ღია და სანდო ურთიერთობების დამყარებასა და წარმატებული ხეთანხმებების მიღწევაში ეხმარება.

ხშირად გვეხმარება მტკივნეული ურთიერთობის დავიწყებაში ცხოვრებაში ახალი, ბედნიერი სიყვარულის მოზიდვასა და მშვიდ ცხოვრებაში, რომელზეც არა ერთი ვოცნებობთ …

ეს მინერალი განსაკუთრებული საჩუქარია ყველა ქალისთვის, ვისი გახარება და გაბედნიერებაც გულით გინდათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა