თეგებით ძიება
16. 11. 2020 COVID - 19

"ძალიან ცუდადაა- სიცხე, სისუსტე, გულის რევა და უკვე წყალსაც ვერ ყლაპავს"-ოზურგეთში, ორი დღეა 72 წლის ქალი სასწრაფოს უშედეგოდ ელოდება

ოზურგეთში მცხოვრებ 72 წლის ქალს სასწრაფო დახმარება სჭირდება, თუმცა მასთან არ მიდიან - ამის შესახებ იურისტი ანა აბაშიძე Facebook-ზე წერს.

მისი ინფორმაციით, ქალს კოვიდინფიცირებულთან ჰქონდა შეხება, შემდეგ სიმპტომები გამოუვლინდა და მდგომარეობა დამძიმდა, თუმცა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ორი დღეა სასწრაფო არ აკითხავს.

"მამიდაჩემი მაგული აბაშიძე ოზურგეთში ცხოვრობს (სხვა დეტალები ცნობილია სახელმწიფოსთვის). ქალი არის ძალიან ცუდად. 72 წლის, 3 დღეში გახდა წარმოუდგენლად. კოვიდიანი მეზობლის კონტაქტია. დიდი ალბათობით, მასაც აქვს ვირუსი. სიცხე, სისუსტე, გულის რევა და უკვე წყალსაც ვერ ყლაპავს ამ საღამოს.

ორი დღეა ეხვეწება ოჯახი 112-ს და პირად ექიმს გადაყვანას საავადმყოფოში. იქიდან პასუხია, რა ვქნა, გადავეცი ვისაც ეხება და არ მოდიანო. ქალი 72 წლისაა. ხანდაზმულია და რისკ კგუფია.

სანამ არაებობს მოთმინების უნარო უბრალოდ გეუბნებით, რომ მალე, დღესვე წაიყვანეთ ქალი საავადმყოფოში! ამას რომ რამე დაემართოს აი ასეთი მიგდების გამო... მოკლედ, სწრაფად", - წერს აბაშიძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა