მეტეოსენსიტიური ადამიანებისთვის საშიში პერიოდი დგება - ნახეთ ნოემბრის სახიფათო დღეები
ადამიანის ჯანმრთელობაზე მაგნიტური ქარიშხლების გავლენა სულ უფრო და უფრო მეტ ინტერესს იწვევს, როგორც მეცნიერებში, ასევე მოსახლეობაში.
ვფიქრობთ, რომ თემა ჩვენს მკითხველებსაც დააინტერესებს, რადგან დედამიწის მცხოვრებლებს 2020 წლის ნოემბრის მეორე ნახევარში მაგნიტური ქარიშხლების კიდევ ერთი სერია ელოდება.
სპეციალისტების პროგნოზით, მეტეოსენსიტიური ადამიანებისთვის საშიში პერიოდია 19 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე იქნება, ხოლო მაგნიტურ ქარიშხლებს 20 და 22 ნოემბერს უნდა ველოდოთ.
ცნობისთვის, მაგნიტური ქარიშხალი დედამიწის გეომაგნიტური ველის შფოთვაა, რომელსაც პლანეტის შემოგარენში მზის ქარის ნაკადების შემოჭრა და მათი დედამიწის მაგნიტოსფეროსთან ურთიერთქმედება იწვევს. მოვლენა შეიძლება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს. აღსანიშნავია, რომ მაგნიტური ქარიშხლების გამო ყველაზე ცუდად თავს იგრძნობენ გულ-სისხლძარღვთა და სახსრების დაავადებებისა მქონე, ასევე ჰიპერტონიისადმი მიდრეკილი, მეტეოდამოკიდებული და ფსიქოემოციურად არასტაბილური ადამიანები, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემებს, ამა თუ იმ დონით, აბსოლუტურად ყველა შეიგრძნობს.
მედიკოსების თქმით, მეტეოშეტევების დროს თავს იჩენს უმიზეზო თავის ტკივილი, შაკიკი, არტერიული წნევის ცვალებადობა, განწყობის ცვლა – აღგზნებიდან აპათიამდე, უძილობა და დეპრესიული განწყობა.
მაგნიტური შტორმის დროს, ექსპერტები გირჩევენ თავიდან აიცილოთ ზედმეტი დატვირთვა და საკმარისი ძილი, ალკოჰოლზე, ცხიმიან და მძიმე საკვებზე უარის თქმა. ასევე მიზანშეწონილია შეამციროთ ფიზიკური აქტივობა, განიავოთ ოთახი, დალიოთ მცენარეული ჩაი.
როგორ შევინარჩუნოთ ნორმალური მდგომარეობა?
მაგნიტური ქარიშხლის დროს უნდა დავიცვათ უბრალო წესები, რომლებიც უსიამოვნო შეგრძნებებს შეგვიმსუბუქებს:
არ გადავიღალოთ
გამოვრიცხოთ ზედმეტი ჭამა, სპირტიანი და კოფეინის შემცველი სასმელების მიღება
მივიღოთ მეტი წყალი
დავიცვათ დღის რეჟიმი და გამოვიძინოთ
შევამციროთ ფიზიკური დატვირთვები
თავი ავარიდოთ სტრესებს
ნაკლები დრო გავატაროთ ღია სივრცეში და, ამავე დროს, ხშირად გავანიავოთ შენობა.
უარი ვთქვათ ტელევიზორის დიდხანს ყურებაზე და კომპიუტერთან ჯდომაზე.
ახლა ნოემბრის თვის სხვა საშიში დღეებიც ვნახოთ:
სახიფათო დღეებთან დაკავშირებით ასტროლოგების მთავარი რჩევაა ნეგატიური ფიქრების მოშორება, რომ უბედურება არ მივიზიდოთ.
21 ნოემბერს, ვენერა მორიელის ნიშანში შევა, რაც ასოცირდება სულიერ საწყისთან, განცდებთან და ნოსტალგიასთან. ამ დღეს, ბევრი ადამიანი იგრეძნობს დაღლილობას და მოტივაციის დაკარგვას.
თვის ბოლო დღე, 30 ნოემბერიც საშიში იქნება ტყუპების ნიშანში მთვარის ნახევრად დაბნელების გამო. ამ დღეს დიდი პრობლემებია მოსალოდნელი სიყვარულისა და კომუნიკაციის სფეროში.
სამაგიეროდ, იღბლიანი იქნება 29 ნოემბერი, როცა ნეპტუნი რეტროგრადულ მოძრაობას შეწყვეტს. ასტროლოგების აზრით, ამ დღეს მრავალი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.