უნდა შეიცვალოთ თუ არა გვარი გათხოვების შემდეგ? - რა გავლენას ახდენს ქმრის გვარი ცოლის ცხოვრებაზე
ბევრ ქალს აინტერესებს, ღირს თუ არა გათხოვების შემდეგ ქმრის გვარზე გადასვლა. ამ საკითხით ჩვენც დავინტერესდით, რადგან ნუმეროლოგიის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ გვარი ადამიანის საიდენტიფიკაციო კოდია, რომელიც თაობებში გადადის და წინაპრების ენერგია ახლავს.
ნუმეროლოგების აზრით, გვარის შეცვლა ზოგჯერ წარმატების მომტანია, ზოგჯერ კი პირიქით, შეიძლება წარუმატებლობა გამოიწვიოს.
ძველი გვარი ნებისმიერ შემთხვევაში მოახდენს გავლენას ადამიანის ბედზე, ხოლო ახალი შეეცდება გავლენა მოახდინოს ძველზე და „პატრონს" ცხოვრება გაართულოს ან გაუადვილოს. სანამ გვარის შეცვლის გადაწყვეტილებას მიიღებთ, გირჩევთ მისი კოდი გამოთვალოთ.
როგორ განვსაზღვროთ გვარის კოდი?
იმის გარკვევა, რა გავლენას მოახდენს გვარი თქვენს ცხოვრებაზე, ადვილია. ანბანის თითოეულ ასოს საკუთარი ნომერი აქვს. ა-1, ბ-2 და ა.შ. თქვენ უნდა შეკრიბოთ ასოების რიცხვები, რომლებიც თქვენს გვარს ქმნიან, სანამ ერთციფრიან კოდს არ მიიღებთ.
ახლა ვნახოთ რას ნიშნავს ესა თუ ის კოდი.
1. თქვენ თავისუფლებისმოყვარე, მიზანდასახული ადამიანი ხართ და ძლიერი ნებისყოფა გაქვთ. თქვენ გაქვთ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსვლის ნიჭი და პასუხისმგებლობის აღების არ გეშინიათ.
2. თქვენ მშვიდი ადამიანი ხართ და ყველანაირად ცდილობთ ნებისმიერი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. თქვენ შესანიშნავად გამოგდით გუნდური მუშაობა და სადავო სიტუაციებში კომპრომისულ გადაწყვეტილებას ადვილად პოულობთ.
3. შემოქმედებითი გონება და იუმორის გრძნობა თქვენი სავიზიტო ბარათია. თქვენ კომუნიკაბელური და მეგობრული ხართ, რითაც ადამიანებს იზიდავთ.
4. შრომისმოყვარე ადამიანი ხართ და ძლიერი ნებისყოფის ადამიანი ხართ. ასჯერ ზომავთ, ვიდრე ერთხელ გადაჭრით.
5. უაღრესად თავისუფლების მოყვარული ადამიანი ხართ და გძულს, როდესაც ჩარჩოებს გიწესებენ. გარდა ამისა, თქვენ სწრაფად ახერხებთ ცვლილებებთან შეგუებას და ნებისმიერ ავანტიურაზე წასვლა შეგიძლიათ.
6. პრაგმატიზმი და მიწაზე მყარად დგომა თქვენი ხასიათის მთავარი თვისებებია. თქვენთვის მნიშვნელოვანია ყველაფერში წონასწორობა იპოვოთ.
7. ახალ ცოდნას მარტივად ითვისებთ და სიახლეებისთვის ყოველთვის გახსნილი ხართ. ამავე დროს, შეგიძლიათ უმცირეს დეტალებს ძალიან დიდი ყურადღება მიაქციოთ. თქვენ კარგი ლიდერი ხართ, რომელსაც ძალაუფლება და სიმდიდრე იზიდავს.
8. თქვენ იცით, როგორ მართოთ და გაზარდოთ საკუთარი ფინანსები და სავარაუდოდ, ბიზნესში უდიდეს წარმატებებს მიაღწევთ.
9. ბუნებით მეოცნებე ხართ. ძალიან თავაზიანი ბრძანდებით და სხვა ადამიანებს ყოველთვის გაგებით ეპყრობით, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება გიჭირთ.
11. თქვენ ლიდერის თვისებები გაქვთ. შეგიძლიათ ხალხი იდეის გარშემო გააერთიანოთ და მიზნისკენ გაუძღვეთ.
22. შესანიშნავი ორგანიზაციული უნარებით გამოირჩევით და არ გეშინიათ ნებისმიერი საქმის გაკონტროლება. ბუნებით მომთმენი და ანგარიშიანი ხართ, თუმცა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სხვა ადამიანების დახმარებაა.
33. თქვენნაირი ადამიანებისგან შესანიშნავი პედაგოგები და მრჩეველები გამოდიან. თქვენ მიზანდასახული და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი ხართ და გარშემო მყოფებს თქვენი კეთილგანწყობით ხიბლავთ.
ნახეთ, რომელი რიცხვის კოდი შეესაბამება თქვენი და თქვენი მეუღლის გვარებს და თავად გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა გვარის შეცვლა.