თეგებით ძიება

ნათელაშვილი: პომპეოს ჩემთან შეხვედრები წაადგა და დააწინაურეს, ახლა თუ ისევ შემხვდება, შეიძლება, პრეზიდენტობას გამოკრას ხელი

მაიკ პომპეოს ჩემთან შეხვედრები კარიერაში წაადგა და დააწინაურეს, ახლა თუ ისევ შემხვდება, შეიძლება, პრეზიდენტობას გამოკრას ხელი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ამით ნათელაშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა პომპეოს შეხვედრა ოპოზიციასთან.

„პომპეოს მე ძალიან ხშირად ვხვდებოდი ვაშინგტონში, როცა ის კონგრესმენი იყო კანზასიდან. შემდგომ, ჩემი შეხვედრები ასე ვთქვათ, კარიერაში წაადგა და დააწინაურეს „ცეერუს“ დირექტორად, მერე გახდა სახელმწიფო მდივანი. ახლა თუ ისევ შემხვდება, შეიძლება, პრეზიდენტობას გამოკრას ხელი, ოღონდ არ ვიცი, შევხვდები თუ არა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა