18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის 18 ნოემბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
სავარაუდოდ, მნიშვნელოვან ადამიანთან ურთიერთობის დასამყარებლად მხოლოდ თქვენი იუმორის გრძნობა საკმარისი არ არის, რადგან შეიძლება ვერ გაიგოს მესიჯი, რომლის მიწოდებასაც ცდილობთ. გაითვალისწინეთ, რომ ხანმოკლე საუბარი ნანატრი წარმატების მიღწევაში ვერ დაგეხმარებათ. უნდა გესმოდეთ, რომ ურთიერთობების განვითარებას დრო ჭირდება, ამიტომ პირველ რიგში თავაზიანი და მეგობრული უნდა იყოთ.
კურო
ამ დღეს უამრავი ადამიანს თქვენი იმედი ექნება და ზეწოლა, რომელსაც იგრძნობთ, შესაძლოა, მძიმე ტვირთად იქცეს. ეცადეთ მოთმინება არ დაკარგოთ და სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები. ზოგიერთ ახლობელი ადამიანი ფიქრობს, რომ მათი ბედნიერება თქვენზეა დამოკიდებული. ეცადეთ ამ ადამიანებთან გულწრფელი იყოთ.
ტყუპები
ამ დღეს ტყუპებისთვის ფული ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. შეიძლება ვიღაც შეეცადოს რჩევა მოგცეთ ან ზეწოლა მოახდინოს თქვენს გადაწყვეტილებებზე. ეცადეთ მსგავსი დისკუსიები სწრაფად შეწყვიტოთ, რადგან თქვენი ფინანსების მართვა მხოლოდ თქვენი საქმეა.
კირჩხიბი
სამსახურის საქმეები მთელ დღეს წაგართმევთ. მოგიწევთ უამრავ სატელეფონო ზარს უპასუხოთ და გამუდმებით ელ.ფოსტა ამოწმოთ, რომ მნიშვნელოვანი შეტყობინება არ გამოტოვოთ. შეიძლება სამსახურში მოულოდნელად დაგაწინაურონ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
ლომი
შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მთლიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებისეულ ხედვას და საკუთარი აღმოჩენაში დაგეხმარებათ. ეს დღე სასიამოვნო მოულოდნელობებით სავსეა. საქმის მიმართ შემოქმედებითი დამოკიდებულება კოლეგებისგან გამოგარჩევთ. თუ იგივე სულისკვეთებით გააგრძელებთ, კვირის ბოლოს შეიძლება ხელფასი მოგიმატონ. ჯანმრთელობის მხრივ, საწუწუნო არაფერი გაქვთ.
ქალწული
თავი შეიკავეთ ძვირადღირებული ნივთების შეძენისგან. შეიძლება წარმოიშვას გაუთვალისწინებელი სიტუაციები, რაც დაუყოვნებლივ ხარჯებს მოითხოვს. ამ დღეს თქვენი პრიორიტეტი ოჯახია. საყვარელ ადამიანებთან ერთად დაუვიწყარ წუთებს გაატარებთ და სახლში მომზადებული გემრიელობით გაანებივრებთ.
დღის ბოლოს სამსახურში რთული სიტუაცია გელით, მაგრამ სიტუაცია თავისთავად მოგვარდება. უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ყველასთვის რთული პერიოდია.
სასწორი
ამ დღეს სამსახურშიც და სახლშიც ყველას თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდება. სხვების დახმარების კარგია, მაგრამ ნურც საკუთარ საჭიროებებს დაივიწყებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ გუნდში მუშაობთ დსა ზედმეტად ნუ გადაიღლებით.
საღამოს თქვენი საყვარელი ადამიანი სახლში სიურპრიზს დაგახვედრებთ და თქვენი ოცნება ბოლოს და ბოლოს, ახდება. დღის ბოლო კარგ განწყობას მოგიტანთ.
მორიელი
შაბათ-კვირას საყვარელ ადამიანთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებას გეგმავთ. ეს რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ უმჯობესია, ყურადღება სამუშაოზე გაამახვილოთ, რომ უფროსთან უსიამოვნო საუბარი თავიდან აიცილოთ.
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. ნუ უგულებელყოფთ სხეულის განგაშის სიგნალებს და სამედიცინო გამოკვლევა რაც შეიძლება მალე გაიარეთ. გახსოვდეთ, რომ დაგვიანების შემთხვევაში შეიძლება სიტუაცია გაუარესდეს. გაითვალისწინეთ ახლობელი ადამიანის რჩევა - მას თქვენთვის მხოლოდ კარგი სურს.
მშვილდოსანი
როგორც პროფესიულ სფეროში, ისე სიყვარულში მნიშვნელოვანი ცვლილებების გელით. თუ ახლო ურთიერთობებში ერთფეროვნება გაჩნდა, დროა ახალი პოზიცია დაიკავოთ. გააკეთეთ ის, რაც დაგაახლოვებთ.
თუ ურთიერთობის გამოსწორებას ვერ ახერხებთ, ერთმანეთს უნდა დაემშვიდობოთ. გააკეთეთ ის, რასაც გული გკარნახობთ.
თხის რქა
ვარსკვლავებს გირჩევენ, რომ გარშემო მხოლოდ პოზიტიური ადამიანები იყოლიოთ, რომლებიც საუკეთესო თვისებების გამოვლენაში დაგეხმარებიან. გახსოვდეთ, რომ დაუხმარებლად წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ. ეცადეთ საქმეშიც და პირად ცხოვრებაშიც ბოლომდე დაიხარჯოთ და საბოლოოდ მიიღებთ იმას, რაც გსურთ.
მერწყული
ამ დღეს განსაკუთრებული მოთმინების უნარი დაგჭირდებათ. ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ყურადღებით მოუსმინოთ ადამიანებს, რომლებსაც თქვენი დახმარება სჭირდებათ. სავარაუდოდ, სიყვარული გელით. ბედნიერება კარზე გიკაკუნებთ, თქვენ მხოლოდ გამბედაობა უნდა მოიკრიბოთ და კარი გააღოთ. სავარაუდოდ, თქვენ შეხვდებით ადამიანს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებთ.
თევზები
თევზებს ახლა რთული პერიოდი აქვთ, ამიტომ გირჩევთ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. სახლიდან გასვლის წინ თბილად ჩაიცვით და ვირუსებს ერიდეთ.
თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება დღის მეორე ნახევარში ცხოვრების თანამგზავრს შეხვდეთ.