თეგებით ძიება

"თუ გაიმარჯვე და არჩევნების შედეგებში დარწმუნებული ხარ, დამარცხებულზე რატომ ძალადობ?" - მელია

ენმ-ძალა ერთობაშიას ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, ქართული ოცნება საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის და ამას სწორედ ის ფაქტი ადასტურებს, რომ "ოპონენტებზე ძალადობა გრძელდება". ამის შესახებ მელიამ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

"ქართული ოცნება ახლა ცდილობს, იმ რეჟიმში გამოანათონ, სადაც თავს მოიწონებენ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, ხომ ხედავთ, თქვენთან ერთად ველაპარაკები ოპოზიციასო, დებატებიც გავმართეო. არაფერი მათ არ უშველით და დავაკვირდეთ, ახალი ტალღა ძალადობისა რაზე მიანიშნებს. შენ თუ გაიმარჯვე და არჩევნების შედეგებში დარწმუნებული ხარ და გჯერა, დამარცხებულზე რატომ ძალადობ? რატომ წვავენ ისევ შტაბებს?", - ამბობს მელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა