ახალი 200 წლიანი ციკლი იწყება! სამყაროს ენერგიები მთლიანად იცვლება - ეს არის „დიდი შეერთების“ დრო
თუ ხვდებით რა ხდება სამყაროში, მაშინ, დროა, რაღაც შეცვალოთ.
რატომ ხდება ეს ყველაფერი ახლა?
ეს არის „დიდი შეერთების“- სატურნისა და იუპიტერის კონიუნქციის დრო, რომელსაც აქვს 3 ციკლი
1- დიდი ციკლი - 800 წელი; ( ყველა ზოდიაქოს ნიშნის გავლით. 4ვე ელემენტი)
2 - საშუალო ციკლი - 200 წელი; (1 ელემენტი)
3 - მცირე ციკლი 20 წელი;
კრიზისული წელი - დიდ შეერთებამდე ან ოპოზიციამდე დაახლოებით 1 წლით ადრე დგება.
როგორც წესი, ეს არის ხოლმე დიდი ცვლილებების წელი, სწორედ ამ დროს მნიშნელოვანი პოლიტიკური და კულტურული ძვრები ვითარდება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სწორედ ამ საშუალო ციკლის ცვლის პერიოდში.
2020 წლის დეკემბერში, მისი უდიდებულესობა სატურნი და იუპიტერი ჰაერის ნიშანში ხვდება ერთმანეთს, (მანამდე 20 წელი მიწის ნიშანში შეერთების გავლენის ქვეშ ვიმყოფებოდით).
ახალი 200 წლიანი ციკლი იწყება!, შესაბამისად სამყაროს ენერგიებიც მთლიანად იცვლება.
ბოლო მნიშნელოვანი კრიზისი (ფინანსური) დაახლოებით 2010 წელს გავიარეთ, ეს იყო ამ დიდებული შეერთების შუა პერიოდი ( ოპოზიცია). შესაბამისად შემდეგი დიდი კრიზისის პერიოდი უწევს 2029 წელს.
გადავავლოთ თვალი " დიდი შეერთების" პერიოდებს:
1919-20 წელი - „ესპანკა“ 100 მლნზე ადამიანი გარდაიცვალა, იმაზე მეტი ვიდრე I მსოფლიო ომში.
1940 წელი -2 მსოფლიო ომი.
1961 წელი- კულტურული რევოლუცია. ამავე წელს ბერლინის კედელი აშენდა.
1980-81 წელი ეკონომიკის კრიზისი (ნავთობზე ფასების მხრივ დიდი ცვლილებები). ირანის თემა, რუსები ავღანეთში შევიდნენ.
1990 წელი – (შუა პერიოდი) საბჭოთა კავშირის დასასრული, ნავთობზე ფასების დიდი ცვლილება; ბერლინის კედელის ნგრევა; ჩინეთში სტუდენტების აჯანყება;
უფრო მარტივია დიდ პლანეტებზე დაკვირვება (ტრანსსატურნებთან შედარებით, თუმცა მათაც აქვთ მნიშვნელობა).
ახლა ჩვენ შევდივართ ჰაერის სტიქიის სამფლობელოში, COVID-19 ეს არის ერთგვარი საფეხური, რომლის საშუალებითაც უნდა გადავიდეთ განვითარების ახალ ეტაპზე, რომელიც დაიწყო 1980 წელს (აქ იყო ჰაერის სტიქიაში პირველი შეერთება) ახლა კი შემდეგი უწევს 2020 წლის 21 დეკემბერს
ცვლილებები რომელიც ამ კრიზისმა მოიტანა:
კომპიუტერიზაცია;
მასობრივი ტურიზმი და მიგრაცია;
ინტერნაციონალიზმი;
ტექნოლოგიებმა უკან მოიტოვა მიწიერი შეზღუდვები;
გლობალიზაცია;
ახალი ცოდნა, რომელიც მოითხოვს ახალი უნარების განვითარებას;
შეიძლება ეს პერიოდი ჩაითვალოს ნავთობის (მიწიდან ამოქაჩვა) მოპოვების ერთგვარ დასასრულად.
პოლიტკორექტულობა;
ფორმები და შეზღუდვები ნელნელა კარგავს თავის საზღვრებსა და აქტუალობას, (სქესის მხრივაც, გაჩNდა მესამე, საშუალო სქესი.)
სწავლის მეთოდები ხდება გაცილებით მოქნილი, „ონლაინ და ვირტუალური სამყარო“ უფრო აქტუალური გახდა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ადამიანებმა უნდა მოახდინონ თავისი ცოდნის, უნარებისა და საქმიანობის ადაპტირება.
2000 წლის „დიდი შეერთება“ ტყუპების ნიშანში მოხდა. 200 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შეერთება ჰაერის სტიქიაში.
თუ განვიხილავთ მოახლოებულ დიდ შეერთებას (გლობალურად თუ შევხედავთ, ევროკავშირი ჰკარგავს თავის ძალას, ავადობის სახლი აქტუალურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგი 20 წელი იქნება კორონა აქტუალური, უბრალოდ სირთულეები ჩანს ამ კუთხით.) საქართველოსთვის, აქტუალურია ავადობის სახლი, (რომელიც ჩემი ვარაუდით ნოემბრის თვიდან მეტად იქნება გამოხატული) არ არის გამორიცხული იზოლაციის განმეორებაც, რასაც მოჰყვება (ბუნებრივია) შეზღუდვები, გამკაცრდება კონტროლი კანონისა და გარკვეული წესების დაცვის კუთხით.
ფინანსური მდგომარეობა მომავალი წლისთვის ნამდვილად არ იქნება სტაბილური, თუმცა, ამ მინიმალური ინფორმაციის გამოყენება, თქვენი ადაპტაციის უნარი, მოქნილობა, საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა აუცილებლად გამოიღებს თავის ნაყოფს.
magma.ge