19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის 19 ნოემბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
თქვენს პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების დრო დადგა. ეცადეთ ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი გულწრფელობა და სიკეთე გამოიჩინოთ.
ვიღაც განსაკუთრებული ადამიანი დღეს ულამაზესი ჟესტით გაგაოცებთ. ისიამოვნეთ თქვენს მიმართ გამოჩენილი ყურადღებით და თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება ეს შეხვედრა ლამაზი სიყვარულის ისტორიაში გადაიზარდოს.
კურო
პირადმა ურთიერთობებმა შეიძლება თავი ცოტათი დავიწყებულად გაგრძნობინოთ. აცნობიერებთ, რომ უფრო მეტ მხარდაჭერას და ყურადღებას გასცემთ, ვიდრე სანაცვლოდ იღებთ.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი ეგოისტია, ეცადეთ ამაზე ღიად და გულწრფელად ესაუბროთ. ეს ერთადერთი გზაა, რომ საერთო ენა იპოვოთ.
ტყუპები
ამ დღეს ტყუპები დადებით ენერგიას ასხივებენ. კარგი დღე გელით, განსაკუთრებით, სამსახურში. პროფესიული წინსვლის შანსი გექნებათ, განსაკუთრებით, თუ ცოტა ხნის წინ თავი პროფესიონალიზმით და ერთგულებით გამოიჩინეთ.
ეცადეთ ახალმა შესაძლებლობებმა არ შეგცვალოთ. იყავით პატიოსანი, თავაზიანი და თავმდაბალი, რომ თქვენი ავტორიტეტი არ დაზარალდეს. ეს ნამდვილად არ გჭირდებათ.
კირჩხიბი
ეცადეთ პროფესიულ ურთიერთობებში სიკეთე გამოიჩინოთ. ახალ კოლეგას გამოუცდელობის გამო, თქვენი დახმარება დასჭირდება.
იყავით მშვიდი და მომთმენი, მიეცით კოლეგას საჭირო განმარტებები და ნუ გაღიზიანდებით თუ რაღაც ვერ გაიგო. გახსოვდეთ, რომ ოდესღაც თავადაც იგივე სიტუაციაში იმყოფებოდით.
პირად ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგშია და სანერვიულო არაფერი გელით.
ლომი
გაითვალისწინეთ, რომ ძვირადღირებული ნივთების შეძენისთვის საუკეთესო დღე არაა. ფინანსური თვალსაზრისით, რთული დღეა.
ურთიერთობებში ასევე მოსალოდნელია დაძაბულობა. ეცადეთ პარტნიორის მოსმენა ისწავლოთ, ყურადღება მიაქციეთ მას და თქვენი სიყვარული დაანახეთ.
სამსახურში შეიძლება ნანატრ დაწინაურებას მიაღწიოთ, რასაც ხელფასის ზრდა მოჰყვება.
ქალწული
ეს დღე ყველა მიმართულებით სასიამოვნო ამბებს გპირდებათ. ბოლოს და ბოლოს თქვენს ქუჩაზე მზე ამოანათებს და თქვენ შეძლებთ ყველა შესაძლებლობით ისარგებლოთ, რომელსაცბედი გთავაზობთ. შესაძლოა, ვიღაც მეგობრების წრიდან გრძნობებში გამოგიტყდეთ და ეს თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.
ფრთხილად იმოქმედეთ ამ სიტუაციაში. ეცადეთ ტაქტი და დიპლომატიურობა გამოიჩინოთ.
სასწორი
ამ დღეს ყველაზე მეტად საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ. გაითვალისწინეთ ოჯახის რჩევა და სამედიცინო გამოკვლევას ნუ გადადებთ.
სამსახურში დატვირთული პერიოდი გელით, მაგრამ ყველაფერს გაუმკლავდებით. თქვენი ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩება. საღამოს პარტნიორი სასიამოვნო სიურპრიზით გაგაოცებთ.
ამ დღეს ბევრი ფულის დახარჯვას უნდა ერიდოთ.
მორიელი
სამსახურში ძალიან მომთმენი და მშვიდი უნდა იყოთ. მოულოდნელმა სიტუაციამ შეიძლება გეგმები ჩაგიშალოთ, მაგრამ ბოლოს იპოვით გამოსავალს, რომელიც ყველაფერს ჩვეულ ადგილზე დააბრუნებს.
გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ბევრს მუშაობთ და შვებულება არ გაწყენდათ.
მშვილდოსანი
ყველა თვალსაზრისით მშვენიერი დღეა, განსაკუთრებით კი პროფესიული თვალსაზრისით. ვარსკვლავები გირჩევენ, არ ინერვიულოთ იმ ადამიანების სიტყვებზე, რომლებიც, ხელს გიშლიან წარმატების მიღწევაში.
ენდეთ საკუთარ თავს და აუცილებლად მიაღწევთ იმას, რასაც იმსახურებთ. თუ მარტოხელა ხართ, გამორიცხული არ არის, რომ საინტერესო პიროვნებას შეხვდეთ და თქვენი ურთიერთობა ლამაზ ისტორიაში გადაიზარდოს.
თხის რქა
ამ დღეს ენერგიით სავსე გაიღვიძებთ და მზად იქნებით სამყარო შეცვალოთ. გახსოვდეთ, ეს არის ვარსკვლავების საჩუქარია, რომელიც ტყუილად არ უნდა გაფლანგვოთ. ეცადეთ შანსი გამოიყენოთ და ყველაფერში წარმატებას მიაღწევთ.
მეგობრების, ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანის გარემოცვაში შეგიძლიათ ნებისმიერი დაბრკოლება გადალახოთ. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ მადლობელი უნდა იყოთ ყველაფრისთვის, რაც ამჟამად გაქვთ.
მერწყული
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოჯახს მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს და ნურც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას დაივიწყებთ.
შეიძლება მოულოდნელ ვითარებაში აღმოჩნდეთ. ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ, სანამ ყველაფერი მოგვარდება. საღამოს დასვენებას შეძლებთ.
თევზები
ეს ნოსტალგიით სავსე დღეა. ბედნიერი ბავშვობის გახსენება ღიმილს მოგგვრით. ხელსაყრელი დღეა ფინანსური თვალსაზრისითაც. თქვენ მოგეცმათ დიდი ფულის შოვნის შანსი და თუ ასე მოხდა, ეცადეთ ეს ფული სწრაფად არ დახარჯოთ.
საღამოს მოსალოდნელია სასიხარულო ამბავი ისეთი ადამიანისგან, ვისაც დიდი ხანია არ ელაპარაკებით.