რა საიდუმლო იმალება თქვენი პასპორტის ნომერში?
ნუმეროლოგია ადამიანის ბედზე რიცხვების გავლენის შემსწავლელი მეცნიერებაა, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ საბედისწერო ნიშნები გაშიფროთ და მომავალიც კი დაინახოთ.
არც თუ იშვიათად, რიცხვები არა მხოლოდ აღმნიშვნელ, არამედ გამაფრთხილებელ სომბოლოებადაც გვევლინებიან. მათ შეუძლიათ მოახლოებული საფრთხის შესახებ გვამცნონ ან ბედნიერი შემთხვევა იწინასწარმეტყველონ.
დიახ, გჯერათ თუ არა, ნებისმიერ რიცხვს ჩვენს ცხოვრებაში თავისი მნიშვნელობა და გავლენა გააჩნია.
ადამიანი, რომელსაც რიცხვებში დაფარული აზრის ამოკითხვა შეუძლია, საკუთარი და სხვა ადამიანების ცხოვრების მართვასა და ისტორიის შეცვლასაც კი შეძლებს. ამიტომ მსოფლიოში უამრავი მკვლევარი ცდილობს დაადგინოს რიცხვებსა და მოვლენებს შორის კავშირი. ნუმეროლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანსა და მისი პასპორტის ნომერს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. ერთად ვცადოთ ამ კავშირის დადგენა.
პასპორტის ნომრის გამოსათვლელად, მისი ყველა ნომერი უნდა შეკრიბოთ, სანამ ერთნიშნა რიცხვს არ მიიღებთ. ახლა კი ამ რიცხვების მნიშვნელობა ვნახოთ.
1
ადამიანი, რომლის პასპორტის ნომერია 1 ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანია, რომელიც კარიერაში მწვერვალების დაპყრობას ცდილობს და ძალაუფლებისკენ მიილტვის.
2
ადამიანი, რომლის პასპორტის ნომერია 2 არაკონფლიქტურია, თავს არიდებს კამათს და შეუძლია ყველასთან საერთო ენის პოვნა.
3
ადამიანი, რომლის პასპორტის ნომერია 3 არასტანდარტული აზროვნებითა და შემოქმედებითი პოტენციალით გამოირჩევა.
4
ადამიანი, რომლის პასპორტის ნომერია 4 შრომისმოყვარე ადამიანია, რომელსაც უსაქმოდ ერთი წუთიც კი არ შეუძლია იჯდეს.
5
ადამიანი, რომლის პასპორტის ნომერია 5, ცვალებადია. ის გამუდმებით მოძრაობს, ახალი შეგრძნებების, რომანტიკისა და თავგადასავლებისკენ ისწრაფვის.
6
ექვსი საიმედოობის ნიშანია. ადამიანი, რომლის პასპორტის ნომერია 6 ძალიან სერიოზული და პასუხისმგებლობით სავსეა.
7
პასპორტის ნომერი 7 ნიშნავს, რომ მისი მფლობელი დამოუკიდებელია და დამოუკიდებელი ხასიათი აქვს. ასეთი ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავს ენდობიან.
8
პასპორტი ნომრით 8 თავისი მფლობელისკენ ფულს და მატერიალურ სიმდიდრეს იზიდავს.
9
ცხრა წარმატების რიცხვია. ადამიანი, რომლის პასპორტის ნომერია 9 აუცილებლად ბედნიერი იქნება.