რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პარლამენტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან
"ოცნება" ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს - როგორც ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, "ოცნება" 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე.
რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის წინ თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებით გაბრაზებული მოქალაქეები იკრიბებიან.
მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა, საქართველოში პროტესტის რამდენიმე კერა გაჩნდა. საპროტესტო აქციები თბილისში, "ქართული ოცნების" მთავარ ოფისთან და პარლამენტთან იმართება. ამავდროულად, მოქალაქეები ბათუმის, ზუგდიდის და ქუთაისის ქუჩებშიც გავიდნენ.
ფოტო: მთავარი არხი