ქუთაისში, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავა
ქუთაისში პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. კადრებში ჩანს, რომ ადამიანებს ტანსაცმელს ახევენ და პოლიციის მანქანებში ტენიან. "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია მიშა მუმლაძე.
არა რუსეთს, არა რეჟიმს - სწორედ ეს შეძახილები ისმის ამ წუთებში ქუთაისში.
აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა,რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.