თეგებით ძიება

პომპეოს ისტორიული ვიზიტი: კლანური მმართველობა, სასამართლო, ანაკლიის პროექტი და კარტოგრაფების საქმე - რა გზავნილები მიაქვს სახელმწიფო მდივანს აშშ-ში?

ქვეყანაში არსებული კლანური მმართველობა, მართლმსაჯულების სისტემა, კორუფცია, ანაკლიის პროექტი და კარტოგრაფების საქმე - აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და მესამე სექტორს შორის შეხვედრაზე, რომელიც 35 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, მხარეებმა ის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, რაც საზოგადოებისთვის ყველაზე პრიორიტეტულია და რისი განხილვაც მთავრობის წევრებთან არ მომხდარა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ხაზი გაესვა მნიშვნელოვან პრობლემებს, ასევე სასამართლო სისტემაში არსებულ დარღვევებს და მტკიცებულებების სახით მესამე სექტორის წამომადგენლებმა ის კონკრეტული საქმეები წარმოადგინეს, სადაც პოლიტიკური და კორუფციული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

"კონკრეტულ საქმეებზე იყო საუბარი, ეს იყო კარტოგრაფების საქმე, ანაკლიის საქმე, ფილიპ მორისის საქმე, სადაც სავარაუდოდ, დიდი მასშტაბის კორუფცია იყო და ის ხალხი, რომელიც ამ საქმეების შემოქმედია, რა მეთოდებით წინაურდება და როგორ ინიშნებიან სისტემაში, ასევე ვისაუბრეთ რა პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს მართლმსაჯულებას საქართველოში. ორი კონტექსტი იყო, სასამართლო როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი ხელისუფლების ხელში და მეორე, სასამართლო, სადაც შეინიშნება კორუფციის ტენდენციები.

მან კითხვა დასვა სასამართლოში არსებული კლანის შესახებ, როგორც ჩანს, კარგად არის ინფორმირებული და სჯერა, რომ კლანი არსებობს, ძალიან ცუდი ამბავია ეს მიხეილ ჩინჩალაძისთვის, ჩვენთვის, ეს არის კარგი შესაძლებლობა რომ გავაძლიეროთ ადვოკატირება," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" პროგრამების მენეჯერმა გია გვილავამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. დღეს კი შეხვედრა გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვბილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა