თეგებით ძიება

საპროტესტო აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან

აქცია აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან - ოპოზიციური პარტიების ახლაგაზრდულმა ორგანიზაციებმა და არასამთავრობოებმა ცოცხალი ჯაჭვი გააბეს. ისინი ამ ფორმით გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და მის ხელახალ ჩატარებას ითხოვენ. მათ თან აქვთ საყვირები და საქართველოს დროშები.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გამყალბებლებს დისკომფორტს ყველგან შეუქმნიან. მათ შორის იქნებიან აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების" დეპუტატებიც.

აქციის მონაწილეები ამ წუთებში აჭარის მთავრობის სახლისკენ მიდიან.

ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტური ცესკოს გადაწყვეტილებით ხვალ, 21 ნოემბერსაა ჩანიშნული. მასში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა