თეგებით ძიება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების სასჯელის ზომა ცნობილია

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ სამ არასრულწლოვანს ხუთი წლითა და სამი თვით, ორ არასრულწლოვანს ექვსი წლითა და ცხრა თვით, კიდევ ერთს კი სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მცხეთის რაონულ სასამართლოში სასჯელის დანიშვნასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე ხუთი წლით და სამი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ ლ.შ.-ს, ნ.ც-ს, გ.მ.-ს. სამივე ძალადობასა და ძალადობის ორგანიზებაში არიან ბრალდებულები.

ასევე ძალადობისა და ძალდობის ორგანიზების მუხლებით განესაზღვრა სამი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა ნ.ქ.-ს.​

რაც შეეხება ა.ქ.-სა და ზ.ხ.-ს, მათ ძალადობისა და ძალდობის ორგანიზების გარდა, დამატებით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვისაც ჰქონდათ ბრალი წარდგენილი. თითოეულ მათგანს სასამართლომ ექვსი წლითა და ცხრა თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს გამამტყუნებელი განაჩენი 13 ნოემბერს გამოუტანა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა