თავდამსხმელს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი – ვაჟა სირაძე
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებულ პირს 9 ადამიანი ჰყავს მძევლად.
მისი თქმით, ფაქტზე გამოძიება იარაღის უკანონო ტარებისა და ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.
წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სავარაუდოდ 1 შეიარაღებულ პირს 9 მძევალი ჰყავს აყვანილი – ამის შესახებ განცხადება თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ გააკეთა.
ამ წუთებში ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.