თეგებით ძიება

მეუფე იოანეს პოლიტიკური განცხადება: "მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ"

ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი ამბიონიდან პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს.
მეტიც მიტროპოლიტის თქმით, "ხმებით თამაში ყოველთვის იყო".

"მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ," - თქვა სასულიერო პირმა.

მისი თქმით, "არჩევნებს ქართველებთან ერთად უცხოელებიც ესწრებოდნენ და იმათმა უნდა თქვან როგორ ჩატარდა არჩევნები".

"მე ვიყავი არჩევნებზე და ხმა მივეცი. საერთოდ ერეკლედან დაწყებული, ვინ ათენში მამამთავარი იყო დემოკრატიის ყოველთვის ხდებოდა თამაში ხმებით. მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს. ამერიკაში ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს," - ამბობს მეუფე იოანე.


წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა