თეგებით ძიება
24. 11. 2020 COVID - 19

ლანჩხუთში კორონავირუსით 7 თვის ბავშვი დაინფიცირდა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 7 თვის ბავშვი დაინფიცირდა. ინფიცირებულები არიან ბავშვის ოჯახისსამი წევრიც, მამა, ბებია და ბაბუა.

ინფორმაცია „პრაიმტაიმს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა დაუდასტურა.

„დღეს ინფიცირებული გვყავს 7 თვის ბავშვი, რომლის ოჯახის სამი წევრი, მამა ბებია და ბაბუა ასევე კოვიდადებითია. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში რამდენიმე ერთ წლამდე ბავშვი გვყავს მუნიციპალიტეტში ინფიცირებული.დღეს 10 წლის ბავშვიც დაგვემატა, კიდევ კარგი სკოლები ონლაინ სწავლებაზეა გადასული, რამაც მოზარდებში დაინფიცირების რიცხვი საგრძნობლად შეამცირა, ”- აღნიშნა მენაღარიშვილმა „პრაიმტაიმთან”.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა