თეგებით ძიება
24. 11. 2020 COVID - 19

თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა სტაბილურია

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თენგიზ ცერცვაძეს აქვს ორმხრივი პნევმონია, ტემპერატურა, აღენიშნება ხველა და ყელის ტკივილი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ცნობით, ის ჟანგბადდამოკიდებული არ არის, თავს მხნედ გრძნობს და ინტერნეტის საშუალებით აქტიურად ეცნობა პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

თენგიზ ცერცვაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში 19 ნოემბერს გადაიყვანეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა