თეგებით ძიება
24. 11. 2020 COVID - 19

ლევან რატიანი: თუ ერთმანეთზე მზრუნველობას დავიწყებთ, კიდევ გვაქვს იმის რესურსი რომ გადავრჩეთ

თუ ერთმანეთის მოვლას და მზრუნველობას დავიწყებთ, კიდევ გვაქვს იმის რესურსი რომ გადავრჩებით, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„მე ვარ ექიმი, არ მაინტერესებს არავითარი პოლიტიკური შეხედულებები, ჩემთვის ცხოვრების დევიზი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გამეწია დახმარება. სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე დღეა ძალიან დავითრგუნე, როდესაც გირეკავენ და პაციენტს ვერ ეხმარები, ეს დამთრგუნველია. ძალიან რთულია, როდესაც საშველად გთხოვს პაციენტი და ვერ ეხმარები. იმედია ყველა ერთად გავერთიანდებით, გვექნება ერთი ლოზუნგი - „ყველა უნდა გადავრჩეთ“! ხვალიდან ყველა ერთად უნდა დაჯდეს და გადაწყვიტონ რა გააკეთოს ქვეყანამ რომ ნაკლები მსხვერპლი ჰქონდეს. ერთმანეთში ქიშპობით ქვეყანა უფსკრულისკენ წავალთ. თუ გავერთიანდებით ქვეყანა გადარჩება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 690 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 89 170-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 012 მოქალაქე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა