თეგებით ძიება
24. 11. 2020 COVID - 19

ძალიან დაძაბული ვარ...ძალიან ვნერვიულობ თენგიზზე, მას იმუნოდეფიციტი აქვს - თენგიზ ცერცვაძის მეუღლე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად უცვლელია. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი მკურნალობას სახლში გადიოდა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო , ინფექციის მე-6 დღეს, მისსავე კლინიკაში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ მას ორმხრივი პნევმონია, ხველა, ტემპერატურა და ყელის ტკივილი აღენიშნება.

კორონავირუსს სახლში ებრძვის თენგიზ ცერცვაძის მეუღლე, ექიმი ანი თოფურიაც. მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. მისი თქმით, თენგიზ ცერცვაძის აქვს იმუნოდეფიციტი.

„დღემდე ძალიან ვნერვიულობ თენგიზზე, რომელსაც აქვს იმუნოდეფიციტი, თავისი დაავადებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სტრესული სამუშაო რეჟიმის გამო განსაკუთრებით იყო გადაღლილი. დაძაბული ვარ, რადგან ჯერ კიდევ არსებობს გართულების რისკი. აღენიშნებოდა ტემპერატურა 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი პნევმონია. იმუნური სისტემის გამოკვლევით დადგინდა იმუნიტეტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაუარესება. ვინაიდან ჩემი მეუღლე წარმოადგენდა ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფს – ასაკისა და მისი თანმხლები დაავადების გამო, გადაწყდა მისი ჰოსპიტალიზაცია“, – ამბობს ანი თოფურია.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა