თეგებით ძიება
24. 11. 2020 COVID - 19

ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით, კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ არ მიგვიღია - მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობას კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით არ აქვს მიღებული.

„როგორც მედიასაშუალებებით, ასევე მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გუშინაც, დღესაც, ჩვენ მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური ლოკდაუნების შესახებ. მინდა ვთქვა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება არის სწორედ ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული ფართო კონსულტაციების გზით, რასაც ჩვენ უკვე აქტიურად ვახორციელებთ და ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა