თეგებით ძიება
24. 11. 2020 COVID - 19

ვირუსის გავრცელების წყაროა უპასხისმგებლო აქციები - ხელისუფლება ოპოზიციას კორონავირუსის გავრცელებას აბრალებს

ვიცეპრემიერი, მაია ცქიტიშვილი, კორონავირუსის ბოლოდროინდელ სტატისტიკასა და რეკორდულ მაჩვენებლებს ოპოზიციას აბრალებს. მისი თქმით, ვირუსის გავრცელების წყაროა უპასუხისმგებლო აქციები.
"ვირუსის გავრცელების წყაროა უპასუხისმგებლო აქციები. არც მოუწოდებნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ პირბადე გაეკეთებინათ. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვხედავთ აქტივობებს, სადაც არანაირი წესების დაცვა არ ხდება და პირიქით - მოწოდებაც კია, რომ არ დაიცვან წესები, ვირუსი ვრცელდება და ამას უკავშირდება ბოლო დღეების დინამიკაც. ვიცით, რომ აქციები იყო ვირუსის გავრცელების წყარო. კიდევ ერთხელ ვიტყვი - აქციები და არა პოლიტიკური კამპანია, რომლებიც პირბადეების და დისტანციის გამოყენებით ჩატარდა", - ამბობს ცქიტიშვილი


წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა