თეგებით ძიება
24. 11. 2020 COVID - 19

"დღევანდელი მაჩვენებლები გთხოვთ, ნუ დაგვამშვიდებს, იმიტომ, რომ კლება ჯერ არ არის, პირიქით, მატებაა და მატება კიდევ გაგრძელდება"- გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება და თუ შეზღუდვები არ გამკაცრდა, ეს პიკი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.
მედიკოსი ამბობს, რომ დღეს ინფიცირების შედარებით დაბალმა, 3 128 ახალმა შემთხვევამ არ უნდა დაგვამშვიდოს, რადგან პიკში შევდივართ და ეს რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცით.

"ტესტირების რაოდენობები შაბათ-კვირას და განსაკუთრებით სადღესასწულო დღეებში ეცემა, გუშინ და გუშინწინ ჩვენ PCR და ანტიგენის ტესტი ერთად აღებული გვქონდა სადღაც 7-8 ათასის ფარგლებში, როცა კვირის სხვა დღეებში გვაქვს 12-13 ათასი. ამიტომ, ეს რაოდენობა, 3 128, გთხოვთ, ნუ დაგვამშვიდებს, იმიტომ, რომ კლება ჯერ არ არის, პირიქით, მატებაა და მატება კიდევ გაგრძელდება, იმიტომ, რომ ჩვენ შევდივართ უკვე პიკში და პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება, ჩვენ ეს არ ვიცით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა