თეგებით ძიება
24. 11. 2020 COVID - 19

ამირან გამყრელიძე - ციფრები ნუ დაგვამშვიდებს, ინფიცირების შემთხვევები იმატებს, შევდივართ პიკში და რამდენ ხანს გაგრძელდება, არ ვიცით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა არ იკლო და ქვეყანას 3 128 ახალი ინფიცირებული ჰყავს იმის გათვალისწინებით, რომ შაბათ კვირას და სადღესასწაულო დღეებში ტესტირების რაოდენობა მცირეა.

მაგალითად, გამყრელიძის თქმით, თუ კვირის დღეებში ერთად აღებული „პისიარ“ და ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების რაოდენობა 12 000-დან 13 000-ის ფარგლებშია, ბოლო ორ დღეში ეს რიცხვი 7 000-დან 8 000-ის ფარგლებში მერყეობს.

გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველო ვირუსის გავრცელების პიკში შედის და შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

„ჩვენთან დღეს 3 128 ახალი შემთხვევაა, მაგრამ ეს არ არის ასე ვთქვათ შესაბამისობაში ქვეყანაში დღეს ინფექციის გავრცელებასთან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში გადავცილდით 4 000 ახალ შემთხვევას, შეგვიძლია ვთქვათ, შევედით პიკში, უბრალოდ დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა დამოკიდებული იყო ამ სამ დღეზე, როდესაც ტესტირების რაოდენობა შაბათ კვირას და განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში ეცემა, გუშინ და გუშინ წინ ჩვენ „პისიარის“და ანტიგენის ერთად აღებული ტესტირების რაოდენობა გვქონდა სადღაც 7 000-დან 8 000-ის ფარგლებში, როდესაც კვირის სხვა დღეებში ერთად აღებული გვაქვს 12 000-13 000-ის ფარგლებში. ამიტომ ეს რაოდენობა – 3 128 ნუ დაგვამშვიდებს, რადგან კლება ჯერ არ არის, პირიქით არის მატება, რომელიც კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენ შევდივართ უკვე პიკში და რამდენხანს გაგრძელდება, არ ვიცით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა