თეგებით ძიება
25. 11. 2020 COVID - 19

რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კორონავირუსის გავრცელების პიკი საქართველოში – ხათუნა ზახაშვილის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის თქმით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკშია შესული, რომელიც სავარაუდოდ 2 კვირამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ზახაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

ჩვენ ახლა ნამდვილად შევდივართ პიკში, პიკური გავრცელების ეტაპი გვაქვს. ჩვენი ვარაუდით და რამდენიმე გათვლაზე დაფუძნებით, ასეთი სიტუაცია ალბათ უნდა გაგრძელდეს მაქსიმუმ კვირა-კვირანახევარი, შეიძლება ორ კვირამდე, რის მერეც შემთხვევების კლების ტენდენცია დაიწყებს უკვე და წარმოგვიდგება ქვეყანაში.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დატვირთვა ჯანდაცვის სისტემაზე ერთიანად მოიხსნება და ასევ თქვათ ამოისუნთქებს ეს სისტემა, ვინაიდან მძიმე შემთხვევების გარკვეული ეტაპი უკვე მოგვიანებით ეტაპზეც გვეყოლება, მათ შორის იქნება ლეტალუტი გამოსავლით დასრულებული შემთხვევებით“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.


წყარო:primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა