ბოლო 24 საათში COVID 19-ის 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 366 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 11 4889 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან, 95 581 გამოჯანმრთელდა, 1 085 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 2 071, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 145 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 723 პირი.